რამხელა კრიმინალური ენერგია ჰქონია ამ ადამიანს, რამდენი ხანი გეგმავდა ამას – შალვა პაპუაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე

ეს ერთადერთი რამის მაგალითია, თუ რამხელა კრიმინალური ენერგია ჰქონია ამ ადამიანს, რამდენი ხანი გეგმავდა ამას. ვინმეს ეჭვი ეპარება მის კრიმინალობაში სხვა საქმეებთან დაკავშირებით?, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისი თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამხელს ოპოზიციას, რომელმაც „კრიმინალი ადამიანი ჩაიხუტა“.
„ვნახეთ ადამიანს როგორი კრიმინალური ენერგია ჰქონია, იქ რაღაც მანქანა აყიდინა, თვითონ გადააკეთა… ასეთი გეგმები რომ ჩამოაყალიბა, მე მგონი ამით უკვე საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცა ჩვენება სხვა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, რომ კი, რა თქმა უნდა იზამდა იმას, რასაც ედავება პროკურატურა, ასე ცივსისხლიანად დაგეგმავდა იმ ადამიანის ღალატს და ზურგში დანის ჩარტყმას და მოტყუებას, რომელმაც როგორც იტყვიან, კაცად აქცია და გზაზე დააყენა. რა თქმა უნდა, სადაც ასეთი კრიმინალური ენერგია აქვს ამ ადამიანს, ამას იზამდა. ეს კიდევ ერთი კარგი მხილებაა ჩვენი ოპოზიციის არიფობის, იცით რომ გმირად გამოაცხადეს ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა, რომ ს მოქალაქეა და რომ ჰკითხო, არ უნდათ გაკარება არაფერზე, რაც რუ-ზე იწყება. აღმოჩნდა, რომ კრიმინალია. იმ პერიოდში როცა ოპოზიციას აფინანსებდა, გამოდიოდა და ამაყობდა – ოპოზიციას ვაფინანსებო, იმ დროს გეგმავდა კრიმინალს. ოპოზიციამ ჩაიხუტა ადამიანი, კრიმინალი. ასეთი ბაჩიაშვილები და კეზერაშვილები რა თქმა უნდა ყოველთვის იქნებიან ყველა საზოგადოებაში.
კარგია რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ და ბევრი დეტალი გაირკვა. კრიმინალები ჩადიან კრიმინალს და მნიშვნელოვანია, რომ რისი თავიდან აცილებაც და პრევენციაც შეიძლება, მოხდეს ამისი პრევენცია, მაგრამ ციხეები იმისთვის არსებობს, რომ ყველაფრის პრევენცია არ ხდება ვიღაცა ჩადის დანაშაულს და შემდეგ უწევს ციხეში ჯდომა. ასე რომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მართლმსაჯულების ხელი მიწვდება მა, სადაც არის და როგორც სააკაშვილს და მოუწია ციხეში ჯდომა, ასე გაატარებს ციხეში ისიც“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტიის თავმჯდომარის ქმარი მოიტაცეს და განცხადება მაშინვე კი არ გააკეთა ბოკუჩავამ, დაელოდა დღეების გასვლას და ახლა გვამცნო?! შინაგან საქმეთა მინისტრი გარია საქმეში – გელა გელაძე რაღა შუაშია, ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ცდილობენ დისკრედიტაციას?

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო