თაზო დათუნაშვილი – გიორგი ბაჩიაშვილმა სილა გააწნა სისტემას – ამხელა ამბავი მძღოლმა გააკეთა? ჯერ გააპარა ივანიშვილის პირადი მტერი და უკან დაბრუნდა? ამის ვის სჯერა? გამოსაძიებელია რამდენმა ადამიანმა აიღო სისტემაში ბაჩიაშვილისგან ფული

პროტესტის ეს 100 დღე ქართული ისტორიისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ამ ქვეყნის თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა. ამ აქციებმა ბევრად უფრო მეტი რამ გააკეთა, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ უზურპირებული ხელისუფლების პირობებში, ქვეყნის სასიკეთოდ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა თაზო დათუნაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ქვეყნის მასშტაბით, პროტესტის 100-დღიან ციკლთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პროტესტის ხანგრძლივობამ ყველა კლიშე ჩამოანგრია, რომელსაც მას უქადდნენ, რადგან საზოგადოება ქვეყანაში შექმნილ პრობლემებზე სწორად რეაგირებს.
„ამ პროტესტმა ყველა ის კლიშე გატეხა, რომელსაც მას უქადდნენ. ფაქტია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის შინაარსი, რომელსაც ეს პროტესტი ატარებს. ფაქტია, რომ ადამიანები იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს, სწორად რეაგირებენ და ეს პრობლემა რიგითი პრობლემა არ არის. ეს ეგზისტენციალური საკითხია, ანუ ამ ქვეყანას დამოუკიდებლობიდან 30 წლის თავზე იგივე პრობლემა აქვს, რომ ხვალ აღარ არსებობდეს ქვეყანა, რომელსაც საქართველო ერქმევა, ან იარსებებს და დაცლილი იქნება ყველანაირი შინაარსისგან.
ჩვენ გავხდით ქვეყანა, სადაც სახელისუფლებო მედიები ისეთ ნიუსებს წერენ, როგორსაც რუსული გაზეთი „პრავდა“. ეს კი ამ საზოგადოებისთვის ნორმა ვერ იქნება. ჩვენ გავხდით ქვეყანა, რომელმაც -სა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ დასანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის, ახალი წესი შემოვიღეთ, იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს შუა თითი ეჩვენებინა დასავლური სამყაროსთვის და ყელი მოეღერებინა, ავანტიურა დაიწყო ჩინეთთან, მათი ანაკლიის პროექტში ჩართვით.
საჯარო სამსახურიდან ადამიანებს განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო უშვებენ და ამას შემდეგ სამთავრობო მედიები აშუქებენ, ეს კი აღიარებაა. ამას გამართული ტექსტით იტყვის თუ არა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე 24 საათში გამიძიეს, სამაგიეროდ პროტესტში მონაწილე 350-მდე პირის განცხადება, რომ მათ წინააღმდეგ სხვადასხვა ძალადობის ინსტრუმენტებს იყენებდნენ გამოუძიებელია“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნის დატოვების საკითხსაც გამოეხმაურა და ფაქტი შეაფასა, როგორც „სისტემისთვის სილის გაწვნა“.
„გიორგი ბაჩიაშვილმა ამ ქმედებით სილა გააწნა სისტემას. ამ კაცმა, რომელსაც პირად მტრად მიიჩნევს ოლიგარქი [], მოახერხა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. სისტემა კორუფციაში ჩაძირული. სისტემის გარეშე ეს კაცი ქვეყანას ვერ დატოვებდა. ამხელა ამბავი მძღოლმა გააკეთა? ჯერ გააპარა ივანიშვილის პირადი მტერი ქვეყნიდან და უკან დაბრუნდა? ამის ვის სჯერა? ან იმ სპექტაკლს რა მიზანი ჰქონდა, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობდა?
გამოსაძიებელია რამდენმა ადამიანმა აიღო სისტემაში გიორგი ბაჩიაშვილისგან ფული და რა აღმოჩნდება თუ რამხელა კორუფციული სქემები მუშაობს, რომ ადამიანს, რომელსაც, ალბათ, 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ეყოლებოდათ, ქვეყნიდან გაიქცა.
ჩვენ სისტემის ცოცხლად ლპობას ვუყურებთ. ეს კი ახალი თ დასრულდება“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.