“ამას ვერ დაიჯერებთ, მოემზადეთ” – ილია თოფურია

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში მომდევნო ბრძოლის შესახებ სავარაუდო მინიშნება გააკეთა.
“როდესაც დავაანონსებთ, თქვენ ამას ვერ დაიჯერებთ, მოემზადეთ”, – დაწერა თოფურიამ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, “მატადორმა” ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და ბრძოლას მსუბუ წონით კატეგორიაში გააგრძელებს. UFC-ის პრეზიდენტის, დეინა ვაითის თქმით, ქართველის მომავალი მეტოქის ვინაობას მალე შევიტყობთ.
ცნობისთვის, თოფურიამ საჩემპიონო ქამარი გასული წლის თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ამის შემდეგ კი “მატადორმა” ქამარი ჰოლოუეისთან დაიცვა.