არარეზიდენტმა ელჩებმა ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს

ორბელიანების სასახლეში არარეზიდენტმა ელჩებმა კოლეგიის მიერ, „ქართული ოცნების“ ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს.
ს ლეგიტიმაციას არ ცნობენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი , ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილი.
მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს ბელგიის, ლუქსემბურგის, ფილიპინების, კამბოჯის, კვიპროსის, მალაიზიის, ს, სომალის, ბურუნდის, გვატემალის, მალის, კორეისა და ტაჯიკეთის ელჩებმა. ყველა დიპლომატი – არარეზიდენტი ელჩები, საქართველოშია აკრედიტებული, ზოგი მათგანი თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ დაინიშნა.
„პრეზიდენტმა დიპლომატებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა და ელჩებს თავიანთ საქმიანობაში წარმატება უსურვა”, – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
5 მარტს ელჩები, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მახლობლად სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ. დიპლომატები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას და მიიღეს ინფორმაცია ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მდგარი ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ.
საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ჩასვლამდე ელჩებმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს გიორგი ზურაბიშვილსა და ხათუნა თოთლაძეს.