გორში, პარკის ტერიტორიაზე, ხელოვნურ ტბაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორში, კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღის“ ტერიტორიაზე მდებარე ხელოვნურ ტბაში ასაკოვანი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დილიდან მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
„ინტერპრესნიუსის“ წყაროს ცნობით, მამაკაცის ცხედარი იდენტიფიცირებულია და იგი 70 წელს გადაცილებული პირია.