თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 7 მარტს ელექტრომომარაგება?

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 7 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლების (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის, პეტრიწის, ფატმანის, ვეფხისტყაოსანის, დავარის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის, ავთანდილის, თინათინის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ერედვის, ასმათის, შალვა ნუცუბიძის და აკაკი გელოვანის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I, III კვარტლების (ნაწილობრივ), მხატვრების დასახლების (ნაწილობრივ), ლითონკონსტუქციების დასახლების (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების, დავითაიას, შანდორ პეტეფის, თეოფანე დავითაიას, დავით კვაჭანტირაძის, ზურაბ პატარიძის, ალუბლების, ალექსანდრე წულუკიძის, ნიკო მუსხელიშვილის, ვალერი უტიაშვილის, ხელოვანთა, შალვა მშველიძის და ემზარ სულაქველიძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილი-3 VII კვარტლის (ნაწილობრივ), კალოუბნის, შუამთის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის, დაისის, თმოგვის, გურამიშვილის, კნოლევის, გუდამაყრის, ქსოვრელის, ღრმაღელის, ქართლის და ღლონტის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.