საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეთა საპროტესტო აქცია განახლდა.
მათი განცხადებით, 99-ე დღეა აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას და ხელახლა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებას მოქალაქეების მოთხოვნის გათვალისწინება მოუწევს.
“ივანიშვილი ამ დრომდე რეპრესიულ კანონებს იღებს და თავისუფალ სიტყვას ზღუდავს. აქ ვიქნები და ბოლომდე ვიბრძოლებთ, არ გავჩერდებით. ჩვენ არ დავიღლებით, რადგან ევროპული მომავალი ჩვენია”, – აცხადებენ შეკრებილები.
