დამანგრეველი მიწისძვრა ჩინეთში – დაღუპულია 110-ზე მეტი მოქალაქე, დაშავებულების რაოდენობა კი 400-ს სცდება

დამანგრეველი მიწისძვრა ჩინეთში. დაღუპულია 110-ზე მეტი მოქალაქე, დაშავებულების რაოდენობა კი 400-ს სცდება, არიან დაკარგულებიც. იყო ნგრევა, დაზიანებულია ათასობით შენობა.
ბიძგების სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდას მიაღწია.
სტიქიის ეპიცენტრი ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში განსუსა და ცინხაიშის პროვინციებში იყო.
სტიქიის ზონაში საყოველთაო მობილიზებაა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამაშველო სამსახური. მაშველებს დაკარგული ადამიანების მოსაძებნად -13 გრადუსიან ყინვაში უწევთ მუშაობა.
რეგიონის ზოგიერთ ნაწილში, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მიწოდება შეფერხებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი