მწერალი, მთარგმნელი და აქტივისტი მიხეილ ციხელაშვილი საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სახდელის ზომად სიტყვიერი გაფრთხილება გამოიყენა.
გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა. ციხელაშვილს საპროტესტო აქციებისას რუსთაველზე გზის უკანონო გადაკეტვას ედავებიან.
მიხეილ ციხელაშვილს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ იურისტები გიორგი რეხვიაშვილი და მარიამ გაბრიელაშვილი იცავენ.
