პარაგვაის მთავრობამ ქვეყნის უდიდეს ციხეზე განხორციელებული უპრეცედენტო ოპერაციის შემდეგ სრული კონტროლი დაიბრუნა

პარაგვაის მთავრობამ, ქვეყნის უდიდეს ციხეზე განხორციელებული უპრეცედენტო ოპერაციის შემდეგ სრული კონტროლი გამოაცხადა. ოპერაციის დროს 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 პატიმარი და 1 სამართალდამცველია.
ტაკუბუს ციხეზე, ამ დრომდე, ნაწილობრივი კონტროლი ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებას ჰქონდა.
პარაგვაის მთავრობამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე კონტროლის მოსაპოვებლად, პატიმრები სხვა ლოკაციაზე გადაიყვანა.
700 პატიმრის გადაადგილებაში, 2000-ზე მეტი პოლიციელი და სამხედრო მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი