ამ წუთებში ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სამიტი მიმდინარეობს, რომელზე დასასწრებადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა.
სამიტზე უკრაინის დახმარებასა და ევროკავშირის თავდაცვას განიხილავენ.
სამიტის დაწყებამდე ევროპელ ლიდერებთან ერთად ჟურნალისტებთან საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მათ და თქვა, რომ “უკრაინა გრძნობს მათ მხარდაჭერას”.
