რუბიომ თქვა, რომ უკრაინაში აშშ-რუსეთის პროქსი ომია, კრემლი დაეთანხმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ ში ორ ბირთვულ სახელმწიფოს — შეერთებულ შტატებს და რუსეთს — შორის „პროქსი ომი“ (proxy war) მიმდინარეობს.
პროქსი ომი ეწოდება დაპირისპირებული მხარეების არაპირდაპირ ომს სხვა ძალების და აქტორების გამოყენებით.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის „პროქსი“ ომი ბირთვულ ძალებს შორის: შეერთებული შტატები, რომელიც ეხმარება უკრაინას და . და ის უნდა დასრულდეს“, — განაცხადა რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.
კრემლი, რომელმაც თავად და არაპროვოცირებულად წამოიწყო სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინაში, მაგრამ დიდი ხანია ამ ომს ეძახის „ანგლო-საქსების პროქსი ომს რუსეთის წინააღმდეგ”, -ის სახელმწიფო მდივანს დაეთანხმა.
„ჩვენ შეგვიძლია დავეთანხმოთ, ასეც არის. ამის შესახებ არაერთმნიშვნელოვნად ვაცხადებდით. ეს არის კონფლიქტი რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის. კოლექტიური დასავლეთის მთავარი წარმომადგენელი კი შეერთებული შტატებია. [რუბიოს] ეს პოზიცია შესაბამისობაშია ჩვენი პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციასთან. დიახ, ჩვენ ვეთანხმებით, რომ დადგა დრო კონფლიქტის და ომის შეჩერების“, — განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ამჟამად არ არის რუსეთის მეგობარი ქვეყანა, თუმცა არის ქვეყანა, რომელთანაც რუსეთი ურთიერთობების აღდგენას ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება