– მადლობელი ვართ, რომ მარტო არ ვართ – ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ჩვენ ამას ვგრძნობთ

მადლობელი ვართ, რომ მარტო არ ვართ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„მადლობელი ვართ, რომ მარტო არ ვართ. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ჩვენ ამას ვგრძნობთ. თქვენ ძლიერი სიგნალი გაუგზავნეთ უკრაინელ ხალხს, მეომრებსა და მშვიდობიან მოსახლეობას და კარგია, რომ მარტო არ ვართ. ჩვენ ამას ვგრძნობთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა ყველაფრისთვის და გზავნილები თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდისა და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების ახალი პროგრამის შესახებ შესანიშნავი გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება