იულია ტიმოშენკო და პეტრო პოროშენკო აცხადებენ, რომ ომის დროს უკრაინაში არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი არიან

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო და ყოფილი პრეზიდენტი, -ს პრეზიდენტ ს გუნდის წარმომადგენლებთან მათი ფარული მოლაპარაკებების შესახებ გამოცემა Politico-ს ინფორმაციას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ში ს ომის პერიოდში ჩატარების წინააღმდეგი არიან.
„უკრაინა, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ცხადყო, მზად არის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებისთვის პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ. „ბატკივშჩინას“ გუნდი აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩვენს ყველა მოკავშირესთან, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ სამართლიანი მშვიდობის სწრაფად უზრუნველყოფას“, – წერს ტიმოშენკო სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ამ მომენტამდე უკრაინაში არანაირი არჩევნების ჩატარებაზე საუბარი არ შეიძლება.
პეტრო პოროშენკოს თქმით კი, მისი პოლიტიკური ძალა საჯაროდ და გამჭვირვალედ თანამშრომლობს ამერიკელ პარტნიორებთან, უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის შენარჩუნების მიზნით. მისი განმარტებით, ამერიკული მხარის წარმომადგენლებთან საუბრის არსი ყოველთვის ორ პრინციპზს ეყრდნობოდა: პირველი – უსაფრთხოება და მშვიდობა ძალის მეშვეობით. კერძოდ, იარაღი, დაზვერვა, ს წინააღმდეგ სანქციები, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და დემოკრატიული მდგრადობა (თავისუფლება და დემოკრატია), ტრანსატლანტიკური ერთიანობა.
„ჩვენი გუნდი ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და რჩება არჩევნების ომის დროს ჩატარების. ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც ფულს იღებს ჯარიდან, ცდილობს ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვას, ასევე არაკონსტიტუციური და არასამართლებრივი სანქციებით იცილებს პოლიტიკურ ოპონენტებს, რაც პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და არჩევნებისთვის მომზადების სცენარია. ჩვენ ვთქვით და ვამბობთ, რომ არჩევნების ჩატარება შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. ამის შემდეგ, ცხადია, საომარი მდგომარეობა დასრულდება და არაუგვიანეს 180 დღისა ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ნების გამოხატვას“, – აღნიშნა პოროშენკომ.
შეგახსენებთ, Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანაშემწეებმა უკრაინის პრეზიდენტის, ს პოლიტიკურ ოპონენტებთან ფარული მოლაპარაკებები გამართეს. Politico წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარემოცვის მაღალჩინოსნებმა მოლაპარაკებები უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, იულია ტიმოშენკოსთან და ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტიის წევრებთან გამართეს. გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები უკრაინაში სწრაფი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას შეეხო.