გია ვოლსკი – თუ აგრესიულ საუბარზეა ლაპარაკი, რასაკვირველია, ბექა ოდიშარია და ნებისმიერი სხვა, მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ განცხადებებს, რასაც ქუჩიდან და ტრიბუნიდან ვისმენთ – აბსურდულია ბრალდებები, რომელშიც „საერთაშორისო გაუმჭვირვალე გამჭვირვალობა ჩაერთო

თუკი აგრესიულ საუბარზეა ლაპარაკი, რასაკვირველია, და ნებისმიერი სხვა, მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ განცხადებებს, რასაც თუნდაც ქუჩიდან და ტრიბუნიდან ვისმენთ – აბსურდულია ბრალდებები, რომელშიც „საერთაშორისო გაუმჭვირვალე გამჭვირვალობა ჩაერთო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადება რეალობასთან ახლოს არაა და „ამის უკან ისეთი ბოროტი გეგმებია, რასაც ჰქვია საქართველოს დაჩოქება და საქართველოში გადატრიალების მოხდენა რევოლუციის გზით”.
„იმდენად აბსურდულია ბრალდებები, რომელშიც ეს „საერთაშორისო გაუმჭვირვალე გამჭვირვალობა” ჩაერთო, რომ ესეც ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, რომ რეალობასთან ახლოს არაა და ისეთი ბოროტი გეგმებია ამის უკან, რასაც ჰქვია საქართველოს დაჩოქება და საქართველოში გადატრიალების მოხდენა რევოლუციის გზით. ამას სხვა ახსნა არ აქვს, რადგან თუკი აგრესიულ საუბარზეა ლაპარაკი, რასაკვირველია, ბექა ოდიშარია და ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ განცხადებებს, რასაც თუნდაც ქუჩიდან ვისმენთ და ტრიბუნიდან ვისმენდით სულ ახლახანს. ეს არ არის მიზეზი. ეს არის მოგონილი თემა. როცა სახელმწიფოს პოლიტიკა მოგონილ თემაზე ეწყობა ნიშნავს იმას, რომ ჩანაფიქრია კონსპირაციული, ბნელი და აგრესიული, რასაც არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა და არც თითოეული პიროვნება, რომელიც აქ არის ჩამოთვლილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციებს – როგორც ვოლსკი აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ ბალტიისპირელებმა, ასეთი უარყოფილი მხრიდან გამოიჩინეს თავი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი ეკონომიკური ბიზნესურთიერთობები რუსეთთან საკმაოდ ინტენსიურია და მნიშვნელოვნად აჭარბებს საქართველოს სავაჭრო ბრუნვას, რომელიც მას წლიურად გააჩნია ს ფედერაციასთან.
„პირველი – ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის უმჯობესია, რომ ცეცხლი სხვაგან ენთოს, დაძაბულობა სხვაგან იყოს, რეალურად რუსეთის აგრესიული ძალა სხვა მიმართულებით იყოს პოტენციურად განვითარებული პერსპექტივაში. მეორე – რეალურად, სწორედ ესენი არიან ლიდერები იმ პოლიტიკისა, რასაც ჰქვია მცდელობა, შეცვალონ სახელმწიფოში ხელისუფლება, მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც იმ პოლიტიკას განახორციელებს, რომელიც ევრობიუროკრატიას სჭირდება. ამის უკან არაფერი არ დევს, გარდა ასეთი ბოროტი ზრახვებისა. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ეს ნათელ სურათს ქმნის, მაგრამ აქ მთავარია, რომ მთავარი ინდიკატორი, რასაც, სამწუხაროდ, თვალ-ყურს ვადევნებთ, არის ის, რომ ეს პოლიტიკა, ეს მიმართულება საქართველოზე აგრესიული თავდასხმებისა, ჯერჯერობით არ შეწყვეტილა. არ შეწყვეტილა, ვინაიდან მსოფლიოში ცვლილების პროცესი არ ვითარდება ჯერჯერობით, რომელიც ასეთი დიდი მნიშვნელობისაა ჩვენთვის,” – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ს მიერ სანქცირებულ პირებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე, თუ რის გამო დაეკისრათ მათ შეზღუდვები.
„პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტის ამჟამინდელი წევრები და ყოფილი დეპუტატი: , მონაწილეობდა აბუ-დაბის ჯგუფურ ძალადობაში; ვიქტორ სანიკიძე, მონაწილეობდა აბუ-დაბის ჯგუფურ ძალადობაში; გელა სამხარაული, მონაწილეობდა აბუ-დაბის ჯგუფურ ძალადობაში; ლაშა ტალახაძე, გამოირჩევა აგრესიულობით; ბექა ოდიშარია, გამოირჩეოდა აგრესიულობით და სიძულვილის ენით, იყო ლატვიის ყოფილი საპატიო კონსული,” – აღნიშნულია განცხადებაში.