ისლანდიის რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა

ისლადნიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა, – ინფორმაციას CNN-ი ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ამოფრქვევა ჰაგაფელთან ახლოს, ქალაქ გრინდავიკის ჩრდილოეთით დაახლოებით 3 კილომეტრში მოხდა და ვულკანის ამოფრქვევას მიწისძვრა უძღოდა წინ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გრინდავიკიდან დაახლოებით 4 000 მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა.
ისლანდიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ნაპრალის სიგრძე თითქმის 4 კილომეტრია. ამოფრქვევის ზუსტი ადგილმდებარეობისა და ზომის დასადასტურებლად ხელისფლებამ სანაპირო დაცვის ვერტმფრენი გაგზავნა. ტერიტორია დაკეტილია და მოსახლეობა მკაცრად არის გაფრთხილებული, ამოფრქვევის ადგილს არ მიუახლოვდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…