ბელგრადში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა, მათი მტკიცებით, დედაქალაქში არჩევნები გაყალბებით ჩატარდა

სერბეთის პროდასავლური ოპოზიციური მოძრაობა „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ ათასობით მხარდამჭერმა ბელგრადში საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, დედაქალაქში გაყალბებით ჩატარდა და საჭიროა ხელახალი არჩევნების ჩატარება დემოკრატიული მოთხოვნების შესაბამისად. მომიტინგეები ბელგრადის საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ, საიდანაც სერბეთის რესპუბლიკური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ : “ღალატი”, “არ დავთმობთ არჩევნებს”, “არ დავთმობთ გამარჯვებას”. მედიის ინფორმაციით, მათ საარჩევნო კომისიის შენობა კვერცხები, პომიდვრები და ტუალეტის ქაღალდები დაუშინეს, თუმცა, ორგანიზატორების მხრიდან წინააღმდეგობის შემდეგ შეჩერდნენ.
ბელგრადის მერობის კანდიდატმა მოძრაობიდან – „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ – ვლადიმერ ობრადოვიჩმა განაცხადა, რომ მონაწილეები აქციას „მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე“ გააგრძელებენ.
ბელგრადის საკრებულოს ორმა ოპოზიციურმა კანდიდატმა შიმშილობა გამოაცხადა.
დედაქალაქის საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მმართველი „სერბეთის პროგრესული პარტიის“ კოალიციამ ბელგრადის ასამბლეის არჩევნებში ხმების 39.34 პროცენტი მიიღო. პროდასავლურმა ბლოკმა კი – 34.27 პროცენტი. მოძრაობა „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ ლიდერების მტკიცებით, არჩევნების დროს სხვა ქალაქებიდან დედაქალაქში 40 000-მდე ამომრჩეველი გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, როლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია