“წარმოუდგენელია, რომ ასეთი თამაშგარე დააფიქსირეს, სირცხვილია!” – დელ პიერო კვარაცხელიას გატანილ გოლზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ს პსჟ-მა “ლივერპულს” უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
ქართველ ფეხბურთელს მე-20 წუთზე გატანილი ულამაზესი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, რაზეც ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ Sky Sport-ის მიკროფონებთან ისაუბრა.
“პინტურიკიომ” ხვიჩას გაუქმებული გოლი სირცხვილად მიიჩნია და თქვა, რომ ქართველმა ულამაზესი დარტყმა შეასრულა.
“ის, რაც მოხდა, სირცხვილია! წარმოუდგენელია რომ ასეთი თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს. ხვიჩამ შესანიშნავი გოლი გაიტანა, ბურთი გააჩერა, დრიბლინგის ნაცვლად ბურთი გაისწწორა, სივრცე იპოვა და გაიტანა. სირცხვილია, რომ ასეთი ლამაზი გოლი გააუქმეს”, –
თქვა დელ პიერომ.