“ძალიან მიამიტი ვიყავი და ბოლო წუთამდე მაინც არ მჯეროდა! საკრებულოს ვებგვერდზე დღეს (05.03.2025) გამოქვეყნებული დადგენილებიდან ვიგებ, რომ 17 მარტიდან მერიის თანამშრომელი აღარ ვიქნები! კულტურის პროექტებისა და პროგრამების 4-შტატიანი განყოფილება გადაიქცა 2-შტატიან განყოფილებად! შეამცირეს უფროსი სპეციალისტის 2 შტატი, დარჩა განყოფილების უფროსი და ერთი უმცროსი სპეციალისტი. ასეთი პრეცედენტი მერიის ისტორიაში არ ყოფილა! 2-შტატიანი განყოფილება, უფროსი და ერთი ქვეშევრდომი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილება, რომელიც საქმეს ვერ აუდიოდა 2-შტატამდე დაიყვანეს, ჩემი და ჩემი კოლეგის დასჯის მიზნით!” – წერს ის Facebook-ზე.




