მარკო რუბიო – ში კონფლიქტი -სა და რუსეთს შორის არაპირდაპირი ომია

­ში კონფლიქტი -სა და რუსეთს შორის არაპირდაპირი ომია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თავიდანვე ცხადი იყო, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას გახანგრძლივებულ, ჩიხში შესულ კონფლიქტად განიხილავს. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის არაპირდაპირი ომი ბირთვულ ძალებს შორის – აშშ-ს, რომელიც უკრაინას ეხმარება და რუსეთს შორის – და ის უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულება „ორივე მხრიდან დათმობებს მოითხოვს“.
„მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე უნდა მივიყვანოთ. უკრაინელები იქ უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა, ეს მათი ქვეყანაა. მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსებიც უნდა იყვნენ. ამის გაკეთება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. მიზნად ეს რჩება და სწორედ ამაზე ვართ ახლა ორიენტირებული“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის