ქართული პრესის მიმოხილვა 06.03.2025

კრემლის უხეში გზავნილი თბილისს – რას გვეუბნება პუტინი ს “ახლადარჩეულ პრეზიდენტთან” შეხვედრით
“ამერიკა დაბრუნდა” – რა ელის მსოფლიოს ტრამპის კონგრესში სკანდალური გამოსვლის შემდეგ
კვარტალური სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ 2025 წლის მარტის N1 (293) ნომრის მიმოხილვა
* * *
კრემლის უხეში გზავნილი თბილისს – რას გვეუბნება პუტინი აფხაზეთის “ახლადარჩეულ პრეზიდენტთან” შეხვედრით
ს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის “ახლადარჩეულ” დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას ხვდება. ჯერჯერობით უცნობია რაზე ისაუბრებენ ისინი, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, პუტინმა გუნბა დიდი ალბათობით იმ პირობების შესრულებისთვის დაიბარა, რასაც ე.წ. წინასაარჩევნოდ დაჰპირდა კრემლს ასლან ბჟანიას გუნდი. საუბარია რუსეთისთვის იმ სასარგებლო ე.წ. კანონების გატანაზე, რის “ინიცირებასაც” ბოლო პერიოდში აფხაზი მოსახლეობისგან მწვავე პროტესტი და შემდეგ ბჟანიას გადადგომა მოჰყვა. ასლან ბჟანიას გუნდის წევრმა და რუსეთის მიერ ღიად მხარდაჭერილმა “საპრეზიდენტო კანდიდატმა” 1-ელ მარტს ე.წ. ს მეორე ტურში “გაიმარჯვა” 54.73%-ით. გუნბასგან კი ახლა კრემლი ელოდება იმ კანონების ბოლომდე გატანას, რომელიც ეხება ბიჭვინთის აგარაკებს, აპარტ-ოტელებსა და რუსი ოლიგარქების ინვესტიციებისთვის შეღავათიანი პირობების შექმნას”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კრემლის უხეში გზავნილი თბილისს – რას გვეუბნება პუტინი აფხაზეთის “ახლადარჩეულ პრეზიდენტთან” შეხვედრით.
“საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით ნიშნავს, რომ პუტინი არ აპირებს თბილისთან რაიმე დათმობაზე წასვლას. “პუტინის შეხვედრა ე.წ. არჩეულ პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან ნიშნავს იმას, რომ პუტინი არ აპირებს საქართველოსთან რაიმე დათმობის პოლიტიკის გატარებას. სერიოზულად არც მიიჩნევს დღევანდელ ხელისუფლებას და პირდაპირ აიძულებს, რომ გაატაროს პრორუსული პოლიტიკური კურსი, იმის მიუხედავად თუ აქედან რა დადებითი სიგნალები მისდის მას. გაგრძელდება ის პოლიტიკა, რაც 1998-99 წლებში იყო, როდესაც საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება პრორუსულ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. 1999 წლიდან საგარეო პოლიტიკური ვექტორი შევცვალეთ და გადავედით პროდასავლურ ვექტორზე, მაშინაც იგივე ხალხი იყო რუსეთში, სერგეი კირიენკო იყო რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დღესაც ისაა პუტინის პირველი მოადგილე, რომელიც უშუალოდ კურირებს აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას, კოზაკს კირიენკო ჩაანაცვლებს”, – ამბობს მაისაია, რომლის აზრით, “როგორც ჩანს, კირიენკოს კურსი არ იცვლება და არავითარი ილუზიები არ უნდა ვგვქონდეს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ თბილისზე არავინ არ ფიქრობს, რუსეთი დაინტერესებულია იმ კანონების ბოლომდე გატანით, რაც ბადრა გუნბას დაპირება იყო მოსკოვის წინაშე. მისი თქმით, ეს შეხვედრაც ამას ეხება. “თბილისზე არავინ არ ფიქრობს, ეს არის მესიჯი სოხუმისთვის და არა თბილისისთვის. სოხუმს უგზავნის მესიჯს, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რათა ყველა ის ვალდებულება, რაც ბჟანიამ თავის თავზე აიღო, გუნბამ შეასრულოს. გუნბა ბჟანიასთან “ვიცე-პრეზიენტი” იყო, ის ხელს აწერდა ყველაფერ იმას, რაც ხდებოდა, ამიტომ მას მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, დამაჯერებლად გაიმარჯვა, შესაბამისად, მოსკოვს აქვს იმედი, რომ გუნბა პირნათლად შეასრულებს იმ ვალდებულებას, რაც აიღო აფხაზეთის წინაშე, მით უმეტეს ასეთი დამაჯერებელი გამარჯვების ფონზე. ეტყვის, ჩვენ ხომ დაგეხმარეთ და ყველაფერი გავაკეთეთ შენს გამარჯვებაში და ახლა კეთილი ინებეთ თქვენ გვიპასუხეთ, ეს არის საზოგადოებისთვის შეტყობინება, არ გაბედოთ რაღაც განსხვავებული აზრების ძებნა ამაში, ჩვენ რასაც ველოდებით, უნდა მივიღოთო”, – თვლის ზაქარეიშვილი, რომლის მტკიცებით, “დათმობის პოლიტიკაზე საუბრები “ქართული ოცნებიდან” მოდის, თორემ რუსებიდან ეს არ მოდის, პუტინის ოცნებაში ნამდვილად არ არის ის, რომ აფხაზეთი საქართველოს დაუთმოს”, – დასძენს გამოცემა.
“პუტინი აქეთ ეუბნება “ქართულ ოცნებას”, რომ დაკმაყოფილდით ამითი, თქვენს საქმეებში არ ვერევით, ხელს არ გიშლით არჩევნებში, რასაც გინდათ იმას აკეთებთ და ეს ყველაფერი შეირგეთ, დანარჩენზე ლაპარაკი კი გამორიცხულიაო. დანარჩენზე ლაპარაკი საერთოდ გამორიცხულია, ვიდრე საქართველო არ დაუბრუნდება რუსულ ორბიტას, არ გახდება დსთ-სა და ოდეკაბეს-წევრი, არ აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან, მანამდე ეს შეირგეთ და რაზეც ოცნებობთ, ის თქვენთვის ლოგინში დაიტოვეთ, დაახლოებით ასეთი შეტყობინებაა. რუსეთიდან არანაირი დათმობები არ იქნება, კარგად მიხვდა პუტინი, რომ “ქართული ოცნებისთვის” მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა, რა აფხაზეთი, რის ცხინვალის რეგიონი, ეს ყველაფერი ზღაპრებია. ძალაუფლების შენარჩუნება უნდა – აა, ძალაუფლების შენარჩუნება გინდა? მაშინ არ ჩავერევი შენს საქმეში, გაგიუქმებ “ალტ ინფოს”, არ დავაფინანსებ პრორუსულ ძალებს – ეს არის, რაც შეიძლება რუსეთმა გააკეთოს “ქართული ოცნებისთვის”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ამერიკა დაბრუნდა” – რა ელის მსოფლიოს ტრამპის კონგრესში სკანდალური გამოსვლის შემდეგ
“ოთხშაბათს -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სკანდალური გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიო მალე “დიად ამერიკას” იხილავს და კვლავ წამოაყენა ტერიტორიული პრეტენზია გრენლანდიაზე, აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა არალეგალური ემიგრაციის პრობლემაზე, სქესის შეცვლის აკრძალვაზე და სავაჭრო ომზე. ტრამპის გამოსვლა დაახლოებით 1 საათი და 40 წუთი გაგრძელდა. ეს იყო 1964 წლიდან კონგრესის ერთობლივ სესიაზე ყველაზე ხანგრძლივი მიმართვა, რომელიც უჩვეულო ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დარბაზიდან მალევე გააძევეს დემოკრატი კონგრესმენი ელ გრინი, რომელიც ტრამპს საპროტესტო შეძახილებით მიმართავდა და ამბობდა, რომ მას მანდატი არ ჰქონდა. საინტერესოა ისიც, რომ დემოკრატ კონგრესმენებს ხელში პლაკატები ეჭირათ წარწერებით: “ტყუილია”, “მასკი იპარავს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ამერიკა დაბრუნდა” – რა ელის მსოფლიოს ტრამპის კონგრესში სკანდალური გამოსვლის შემდეგ.
“დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ დარბაზში მსგავსი სიტუაცია არასდროს უნახავს და აღნიშნულის გამო მწუხარებაც გამოხატა. მან დემოკრატებს კიდევ ერთხელ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ტრამპმა ისაუბრა მისი მეორე ვადის პრეზიდენტობის პირველი ექვსი კვირის მიღწევებზე, გეგმებსა და მიზნებზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკაში დააბრუნებს სიტყვის თავისუფლებას. დონალდ ტრამპმა თავისი გამოსვლა წინამორბედი პრეზიდენტის მსგავსად დაიწყო: “ამერიკა დაბრუნდა”. “ამერიკული ოცნება ძალას იკრებს – უფრო მეტად და უკეთ, ვიდრე ოდესმე. ამერიკული ოცნების შეჩერება შეუძლებელია და ჩვენი ქვეყანა ზღვარზე იმყოფება ხელახლა დაბრუნებისა, რომლის მსგავსიც მსოფლიოს არასოდეს უხილავს და, შესაძლოა, ვეღარასოდეს იხილოს”, – თქვა ტრამპმა გამოსვლის დასაწყისში. ამ სიტყვებს მალევე მოჰყვა ხმაური – დემოკრატები ყვიროდნენ და ტრამპს შეძახილებით ამცნობდნენ, რომ სტყუოდა. თუმცა, მალევე პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა, დარბაზში მყოფ საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა. კონგრესში სხდომას პირველად ესწრებოდა ტრამპის თანამოაზრე ილონ მასკი. ტრამპმა მას რამდენჯერმე მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამერიკა გახდება პირველი სახელმწიფო, რომელიც მარსზე ამერიკის დროშას ააფრიალებს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ტრამპმა გამოსვლის პირველ ნაწილში თავისი წინამორბედი პრეზიდენტი დაადანაშაულა იმაში, რომ ქვეყანა დიდი ეკონომიკურ გამოწვევებს წინაშე დგას, რადგან სამომხმარებლო ფასები ამერიკელებისთვის საკმაოდ მაღალია. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეამცირებს სამომხმარებლო ფასებს. გარდა ამისა, თქვა, რომ ალასკაში იშვიათი მინერალების წარმოების გაფართოებით შემცირდება გადასახადები ენერგიის დანახარჯებზეც. ტრამპმა ისაუბრა სამთავრობო ხარჯების შემცირებაზეც: “ჩვენ გავარკვევთ, სად მიდის ეს ფული. ჩვენ შევამცირებთ თაღლითებისა და ქურდების რაოდენობას, დავამარცხებთ ინფლაციას, დავაწესებთ დაბალ ფასებს ავტომობილებსა და სასურსათო პროდუქტებზე”, – აღნიშნა ტრამპმა. მან რამდენჯერმე ახსენა მექსიკის საზღვარი და არალეგალური მიგრანტების ნაკადები. პრეზიდენტმა კონგრესს მოუწოდა, მიეღო შესაბამისი ზომები და გაეტარებინა ახალი კანონი, რათა აშშ-ს საზღვრებზე მდგომარეობა პოზიტიურისკენ შეცვლილიყო”, – განაგრძობს გამოცემა.
“პრეზიდენტმა ისაუბრა მავნე ქიმიური ნივთიერებების შემოტანაზეც და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს: “მე კონგრესს გავუგზავნე დეტალური მოთხოვნა და დაფინანსების გეგმა, სადაც მოცემულია, ზუსტად როგორ უნდა აღმოვფხვრათ საზღვრებზე არსებული პრობლემები. ამერიკელები მოელიან, რომ კონგრესი გამომიგზავნის დაფინანსებას დაუყოვნებლივ, რათა ხელი მოვაწერო და მივიღოთ შესაბამისი კანონი. მე მოვაწერ ხელს ისე სწრაფად, რომ მერწმუნეთ, ვერც კი დაიჯერებთ”, – დასძინა ტრამპმა. “ს გიჟური და ძალიან სახიფათო ღია საზღვრების პოლიტიკის გამო, ისინი (მიგრანტები) ახლა ძლიერად არიან ჩაბუდებული ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ ვაძევებთ მათ და ვაძევებთ სწრაფად”, – აღნიშნა ტრამპმა. ტრამპმა ახსენა სიკვდილით დასჯა პოლიციელის მკვლელობისთვისაც და მოუწოდა კონგრესს, მიეღო კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას ყველასთვის, ვინც პოლიციელს მოკლავს. ამ წინადადებას მოჰყვა დარბაზიდან შეძახილი: “6 იანვარი”, “მატყუარა”, – დასძენს გამოცემა.
“შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 6 იანვარს ვაშინგტონში კაპიტოლიუმზე შტურმი განხორციელდა, დაიღუპა ერთი პოლიციელი, ხოლო აჯანყების წაქეზებაში ბრალი ტრამპს დასდეს. მოგვიანებით სენატმა ტრამპი გაამართლა, მეამბოხეები კი შეიწყალეს. ტრამპმა ახალი ტარიფები დაუწესა კანადას, ჩინეთსა და მექსიკას, რამაც საპასუხო ტარიფების ამოქმედება გამოიწვია. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის იმპორტზე დამატებით ახალი ტარიფებიც ამოქმედდება: “2 აპრილს იქნება საპასუხო ტარიფებიც. ტარიფები ამერიკას ხელახლა გაამდიდრებს და კვლავ განადიდებს. რა თქმა უნდა, ახლა ეს მცირე შეშფოთებას გამოიწვევს, მცირე ქაოსი იქნება, მაგრამ მერწმუნეთ – ამერიკას ეს ტარიფები გაამდიდრებს”, – განაცხადა ტრამპმა. ეკონომისტები ტრამპის განცხადებას არ იზიარებებ და ამბობენ, რომ გაზრდილი ხარჯები დიდ დარტყმას მიაყენებს ამერიკელებს. ტრამპმა რამდენჯერმე ბაიდენტს “სამარცხვინო” უწოდა, ხოლო დემოკრატებს მიმარა: “მე თქვენ გაფასებთ”, რასაც გუბერნატორების მხრიდან სიცილი მოჰყვა”, – წერს სტატიის ავტორი.
“ტრამპის თქმით, მექსიკა და კანადა აშშ-ში ფენტანილის შეტანას აქამდე არნახულ დონეზე უშვებენ, რაც იწვევს ასობით და ათასობით ადამიანის მკვლელობას და ოჯახების განადგურებას. ტრამპის მტკიცებით, ეს ორი ქვეყანა აშშ-სგან მილიარდობით დოლარის სუბსიდიას იღებს. “ჩვენ აღარ ვაპირებთ ამის გაკეთებას”, – დასძინა მან. ასევე ყურადღება გაამახვილა სქესის შეცვლის პოლიტიკაზე. განაცხადა, რომ მოითხოვს მის სამუდამოდ აკრძალვას და სამუდამოდ დაასრულებს იმ ტყუილს, რომ “რომელიმე ბავშვი არასწორ სხეულშია”… ტრამპმა თქვა “ჩვენ გვჭირდება გრენლანდია საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოებისთვის”. აშშ-ს პრეზიდნეტმა გრენლანდიელ ხალხს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა და აღნიშნა, რომ ის თავად უზრუნველყოფს გრენლანდიის უსაფრთოებას. “ჩვენ მდიდრებს გაგხდით და ერთად ჩვენ ავიყვანთ გრენლანდიას ისეთ სიმაღლეებზე, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდით. ეს არის ძალიან მცირე მოსახლეობა, თუმცა მიწის ძალიან დიდი ნაკვეთი და ის არის ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო უსაფრთხოებისთვის”, – თქვა ტრამპმა. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკემ მოგვიანებით განაცხადა, რომ მზადაა ითნამშრომლოს აშშ-სთნ , რათა უზრუნველყოფილი იყოს გრენლანდიის უსაფრთხოება, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ დანია ისევ გრენლანდიის წარმომადგენლად დარჩება”, – განაგრძობს სტატიის ავტორი.
“ტრამპის ტრიბუნასთან ყოფნის დროს დემოკრატების დიდი ნაწილი ფეხზე არ დგებოდა, ისინი პროტესტის ნიშნად ხელში პლაკატებით ტრამპს “მატყუარას” უწოდებდნენ, ხოლო მის განცხადებებს ყალბად მოიხსენიებდნენ. მას შემდეგ რაც, დარბაზი დატოვა ოპოზიციონერმა დემოკრატმა, დარბაზში სიმშვიდე შენარჩუნდა, თუმცა, საპროტესტო შეძახილები ილონ მასკისა და ტრამპის მიმართულებით შიგადაშიგ ისმოდა. ამერიკელმა სენატორმა მიჩიგანის შტატიდან ელისა სლოტკინმა ს გამოსვლის შემდეგ განცხადება გააკეთა. “გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში გამართული სპექტაკლის შემდეგ, რეიგანი საფლავში უნდა ბრუნავდეს. მადლობელი ვარ, რომ 1980-იან წლებში პრეზიდენტი რეიგანი იყო და არა ტრამპი. ტრამპი ცივ ომს წააგებდა”. ტრამპის გამოსვლას გამოეხმაურა ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსიც, მან აღნიშნა, რომ ამერიკა დღეს უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას. “თქვენ უსმენდით ტრამპს, რომელიც ძალიან ეფექტიანად ცდილობს, პარალელური სამყარო შექმნას თავისი მხარდამჭერებისთვის. იდეების კასკადი, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია არც რეალობასთან და ახლოსაც არ არის ამერიკელი ხალხის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებთან. ერთ-ერთი მეთოდი, რითიც ამას აკეთებს, სიცრუის კონცეფციაა. ამ ტყუილების მიზანია მემარჯვენე რადიკალური იდეოლოგიის წახალისება”, – განაცხადა სანდერსმა”, – დასძენს სტატიის ავტორი.
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ 2025 წლის მარტის N1 (293) ნომრის მიმოხილვა
სამწლიანი საშინელი ომის კაპიტულაციით დასრულების საფრთხე / როგორ შეიძლება გამოიყენოს ამერიკული სპეცბომბები ისრაელმა ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ / რუსეთს ტანკების დეფიციტი აქვს /ქართულ ჯარში სამსახური უფრო საინტერესო ხდება / თბილისური რაკეტებით… პირველად მსოფლიო ომების ისტორიაში / ილონ მასკი უკრაინის არმიისთვის Starlink-ის გამორთვით უდიდეს საჩუქარს გაუკეთებს პუტინს / „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ / ხუთი ქვეყნის საერთო თავსატეხი / რუსეთის ჰიბრიდული ომი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წინააღმდეგ / შვედური „გრიპენი“ კლანჭებს ილესავს / საბრძოლო ამოცანის დროს დაღუპული ქართველი მეომარი / რადიოელექტრონული ბრძოლის სამსახური აფხაზეთის ომში / იარაღის ინსტრუქტორი გვაფრთხილებს… / უნიკალური თვითმავალი ჰაუბიცის საბრძოლო ნათლობა უკრაინის ომში / ახალი ხელის ტყვიამფრქვევი ქალაქში ბრძოლებისთვის
„2024 წლის 24 თებერვალს სამი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შენაერთებმა სხვადასხვა მიმართულებიდან შეუტიეს მეზობელი უკრაინის საზღვარს და შეიჭრნენ მის ტერიტორიაზე. ამ განვლილი სამი წლის განმავლობაში ში საშინელი ომი მიმდინარეობდა, რომელიც თავისი მასშტაბითა და ხანგრძლივობით მიუახლოვდა მეორე მსოფლიო ომის ევროპის ფრონტზე მიმდინარე ბრძოლებს. ომის პირველ ეტაპზე, მიუხედავად თავდაპირველი შედეგიანი თავდასხმისა, პუტინის ბლიცკრიგის გეგმამ ვერ იმუშავა და რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფებმა ვერ შეძლეს უკრაინის დედაქალაქ კიევში უკრაინის ხელისუფლების პირველი პირების დაკავება-ლიკვიდაცია. შესაბამისად, ვერ ჩამოშალეს უკრაინის სახელისუფლებო რგოლები და ვერ დასვეს რუსული მარიონეტული ხელისუფლება კიევში“, – წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალი“ 2025 წლის მარტის N1 (293) ნომერში, სათაურით სამწლიანი საშინელი ომის კაპიტულაციით დასრულების საფრთხე / უკრაინამ რუსეთთან სამწლიან უთანასწორო ბრძოლას გაუძლო, მაგრამ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ზეწოლით უფრო ურთულეს მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს…“
“ომის მეორე ეტაპი 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყო, როდესაც უკრაინის არმიამ დასავლური სამხედრო დახმარებით შეძლო წარმატებულ კონტრიერიშზე გადასვლა და ხარკოვისა თუ ხერსონის გათავისუფლება, თუმცა მისი შემდგომი წინსვლა დაიბლოკა კიევზე იმავე დასავლეთის პოლიტიკური ზეწოლით მას შემდეგ, რაც პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა და გაუვიდა კიდეც “ბირთვული შანტაჟი“. მესამე ეტაპად ამ ომში შეიძლება შეფასდეს უკრაინის არმიის მრავალთვიანი მზადება და 2023 წლის ზაფხულში წამოწყებული დიდი კონტრშეტევა სამხრეთ მიმართულებაზე – ზაპოროჟიედან აზოვის ზღვის სანაპიროზე გასაჭრელად, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის გასათავისუფლებლად და შესაბამისად, რუსი ოკუპანტებისთვის ანექსირებული სკენ მიმავალი სახმელეთო გზის გადასაჭრელად. უკრაინის არმიის ეს დიდი კონტრშეტევა საბოლოოდ მარცხით დამთავრდა, რაშიც ბრალი თავად უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც მიუძღვის, თუმცა თავისი წვლილი ამ უარყოფით შედეგში დასავლეთის იმ ქვეყნებმაც შეიტანეს, რომლებმაც დროულად არ მიაწოდეს შეპირებული სამხედრო დახმარება უკრაინას, რითაც ისარგებლეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, მოიგეს დრო და ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთში ააგეს ძალზე გამაგრებული თავდაცვითი ზღუდეები, რომელთა გადალახვა უკრაინის არმიამ ვეღარ შეძლო“- აღნიშნავს გამოცემა.
“ ომის მეოთხე ეტაპი 2023 წლის ზამთრიდან დაიწყო და მთელი 2024 წელი გაგრძელდა, რომელსაც შეიძლება დაერქვას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საბრძოლო ინიციატივის ხელში ჩაგდება ფრონტის აღმოსავლეთ უბანზე, დონბასში, და ნელი ტემპით, მაგრამ მაინც მუდმივი წინსვლა უკრაინელებით დასახლებული ახალ-ახალი პუნქტების დაპყრობით. ომის მეოთხე ეტაპზე ერთგვარ გამონაკლისად იქცა უკრაინის საექსპედიციო კორპუსის შეჭრა აგრესორი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და კურსკის ოლქის ნაწილის ოკუპაცია ნახევარ წელზე მეტხანს. 2025 წლის იანვრის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდა დონალდ ტრამპი, რუსეთ-უკრაინის სამწლიან ომში იწყება ახალი, მეხუთე ეტაპი, რომელიც შეიძლება ბევრად ტრაგიკული აღმოჩნდეს უკრაინისთვის, ვიდრე 2022 წლის თებერვლის მიწურული, როდესაც მტერი დედაქალაქ კიევს მიადგა, რადგან თანდათანობით იკვეთება კაპიტულაციის საფრთხე, როდესაც ომის შეჩერების მოტივით აქამდე უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი აშშ, პირიქით, აგრესორი რუსეთის გვერდში მდგომს უფრო ემსგავსება…“ – განაგრძობს გამოცემა.
„პრეზიდენტი ტრამპი რომ ელვისებურად აუქმებს ექსპრეზიდენტ ბაიდენის ბრძანებებსა და გადაწყვეტილებებს,განვლილ ერთ კვირაშიც კარგად გამოჩნდა, როცა ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დაბრუნდა. თუმცა „გადახაზულ“ ბაიდენის ბრძანებებში ერთი განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას, რადგან აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება არათუ ირიბად, არამედ შეიძლება აშკარად მიუთითებდეს უახლოეს მომავალში დაგეგმილ მსოფლიო დონის კონკრეტულ ქმედებებზე, კერძოდ, ს საბრძოლო ავიაციის მიერ ირანის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტებზე წერტილოვანი საჰაერო დარტყმებისთვის მზადებას…2024 წლის ივლისში აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაბლოკა ისრაელისთვის 1 800-მდე MK-84 ტიპის საავიაციო ბომბის მიწოდება იმ მოტივით, რომ ისრაელის ავიაცია ამ 2 000-გირვანქიან (დაახლოებით 925 კგ-იან) ბომბებს გამოიყენებდა ღაზის სექტორის დასაბომბად და ისედაც დანგრეულ პალესტინურ დასახლებებს სულ მიწასთან გაასწორებდა“ წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით ბაიდენის შეჩერებულს ტრამპი გზას უხსნის / როგორ შეიძლება გამოიყენოს ამერიკული სპეცბომბები ისრაელმა ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ…
„ამაში იყო ლოგიკა, რადგან ისრაელის გენშტაბი ნადირობდა ღაზის სექტორში გაყვანილ მიწისქვეშა გვირაბებსა და ბუნკერებზე, რომლებშიც „ჰამასის“ მებრძოლები იყვნენ დაბანაკებული და მძევლებს მალავდნენ. ამერიკული MK-84 ტიპის საავიაციო ბომბი მთლად ბუნკერსაწინააღმდეგოდ არ ითვლება, მაგრამ კონკრეტული მოდიფიცირების შემდეგ ის გამოიყენება მიწის ქვეშ არაღრმად ჩამალული მიზნების გასანადგურებლად. MK-84 ტიპის უმართავი საავიაციო ბომბის მასობრივად გამოყენება ამერიკელებმა ჯერ კიდევ ვიეტნამის ომის დროს დაიწყეს _ 3.14 მ სიგრძის 925 კგ საერთო მასის ბომბში განთავსებული იყო 429 კგ ფეთქებადი ნივთიერება „ტრიტონალი“. მიწაზე დაცემისას მისი ფუგასური მოქმედების შედეგად წარმოიქმნება 15 მ დიამეტრისა და 11 მ სიღრმის ღრმული, ხოლო ნამსხვრევები 100-120 მ-ის რადიუსში გაიტყორცნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბომბი არ არის ბუნკერსაწინააღმდეგო, მას შეუძლია 3.4 მ სისქის რკინაბეტონის კონსტრუქციის გარღვევა. ბომბის აქტივაცია შეიძლება მიწაზე დაცემამდე, ჯერ კიდევ ჰაერში, რის შემდეგაც ნამსხვრევების გატყორცნის რადიუსი 300 მ-მდე იზრდება…“ – განაგრძობს გამოცემა.
„უკრაინის არმიამ ომის მესამე წელს საჰაერო უპილოტოების ეფექტურად გამოყენებით პირველად მიაღწია უპირატესობას ტანკების გამოყენებაში. უცნაური რამ მოხდა – მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სატანკო პარკის მქონე რუსეთის არმია, რომელიც ორ კვირაში მთელი ევროპის მარშით გავლითა და პორტუგალიაში ატლანტის ოკეანის სანაპიროზე გასვლით იმუქრებოდა, ახლა საკუთარი ტერიტორიის სრულფასოვნად დაცვასაც ვეღარ ახერხებს და ამის ერთ-ერთი მიზეზი ტანკების ნაკლებობაა… ომის დაწყებისას რუსეთის არმიას საბრძოლოდ გამზადებული 3417 ტანკი ჰყავდა, ხოლო 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, ORYX-ზე დაყრდნობით, დანაკარგმა 3160 ერთეული შეადგინა. ORYX-ი, როგორც წესი, მხოლოდ ვიზუალურად დამტკიცებულ დანაკარგს აღრიცხავს. დაკარგული ყოველი სამი რუსული ტანკიდან ორი სხვადასხვა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებით განადგურდა, ხოლო დანარჩენი ტანკები ეკიპაჟებმა მიატოვეს, ამა თუ იმ მიზეზით მწყობრიდან გამოვიდა ან უკრაინას ალაფად დარჩა”,- წერს ჟურნალი “არსენალი“ სტატიაში, სათაურით დრონებით შეცვლილი ბალანსი / რუსეთს ტანკების დეფიციტი აქვს.
„ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (ISS) შეფასებით, ტანკები რუსეთს არც ისე მალე გამოელევა, არსებულმა მარაგმა შეიძლება კიდევ 2-3 წელიწადს იკმაროს. არის მოსაზრება, რომ რუსეთს მარაგში კიდევ 3200 ძველი ტანკი ჰყავს, თუმცა მათ მწყობრში ჩაყენებას საფუძვლიანი გარემონტება დასჭირდება. მიმდინარე წლის 18 თებერვლის მდგომარეობით, ORYX -მა რუსების სატანკო დანაკარგი 3756 ერთეულით განსაზღვრა, მაგრამ რეალური ციფრი, ალბათ, ბევრად მეტია, ხოლო უკრაინის გენშტაბის მონაცემი რუსების 10 ათასზე მეტ განადგურებულ ტანკზე გადაჭარბებულია. მაგრამ ფაქტია, რუსეთის არმიამ ტანკების გამოყენება შეზღუდა და შესაბამისად, ტანკების დანაკარგი თვიდან თვემდე მცირდება. დანაკარგის მთავარ მიზეზებად მოყვანილია უკრაინული დრონების ძალიან დიდი რაოდენობა, დრონების ოპერატორთა მეტი გამოცდილება და რუსულ დრონებთან ბრძოლის უკეთესი საშუალებები…“ – განაგრძობს გამოცემა.
„წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა წელს 2025 წლის იანვრიდან 2025 წლის 1-ლ დეკემბრამდე ჩატარდება. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არა აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისაგან გათავისუფლების საფუძველი. გაწვევის პროცესის უზრუნველსაყოფად შეიქმნა ერთიანი ელექტრონული სისტემა – საქართველოს თავდაცვის კოდექსის თანახმად, 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელები შეირჩევიან ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე. სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი, პოლკოვნიკი ზაალ მუსხელიშვილი სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალს“ მიმდინარე სიახლეებზე ესაუბრა“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ქართულ ჯარში სამსახური უფრო საინტერესო ხდება.
„2025 წლის 1-ლი იანვრიდან წვევამდელები სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გაივლიან. აქამდე სამსახურს სხვადასხვა უწყებაში გადიოდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციარულ სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროში. ამიერიდან კი, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირები იმსახურებენ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში და ამ პერიოდში ისინი სრულად დაკავდებიან სამხედრო საქმით, ანუ საბრძოლო მომზადებით, წვრთნებით, პრაქტიკული და თეორიული სწავლებებით“, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ მუსხელიშვილი და შეკითხვაზე – „ რა იცვლება გამოძახების სისტემაში?“ პასუხობს:
„2025 წლიდან ელექტრონული სისტემის საშუალებით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე მოხდება. ამისთვის შეიქმნა წვევამდელთა აღრიცხვის ელექტრონული სისტემა, რომელიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე დამყარებული ალგორითმით რიგით ნომერს მიანიჭებს ყველა წვევამდელს, ვინც ექვემდებარებიან გაწვევას. ეს ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტების მიხედვით რიგითობა ექნება მინიჭებული ყველა იმ წვევამდელს, რომელთაც იმ მომენტისთვის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი არა აქვთ. მაგალითად, თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში გამოძახებას დაქვემდებარებული წვევამდელების რაოდენობაა 200, ელექტრონული სისტემა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წვევამდელებს რიგითობას მიანიჭებს პირველიდან 200-მდე. იმ მუნიციპალიტეტის შესაბამისი განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელია გაწვევაზე, გამოიძახებს მათ რიგითი ნომრის დაცვით; ეს გულისხმობს, რომ პირველიდან 10-მდე რიგითი ნომრის მქონე წვევამდელის გამოძახება მოხდება უფრო ადრე, ვიდრე 190-დან 200-მდე ნომრის მქონე წვევამდელის. ამ პრინციპით ვერავინ შეძლებს, რომ რომელიმე წვევამდელი გამოიძახოს საკუთარი შეხედულებითა თუ მოსაზრებით. წვევამდელს გამოიძახებენ მხოლოდ შემთხვევითი პრინციპით მინიჭებული რიგითი ნომრის შესაბამისად“.
„2024 წლის ბოლო დღე, 31 დეკემბერი, მსოფლიოს ომების ისტორიაში შევა როგორც უეკიპაჟო კატარღა-დრონიდან რაკეტით პირველი შვეულმფრენის ჩამოგდება… ის, რომ რუსეთ-უკრაინის თითქმის სამწლიანმა ომმა ძალიან დააჩქარა სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების განვითარება, უდავოა, მაგრამ განსაკუთრებული პროგრესია დრონების – დისტანციურად მართვადი საფრენი, სახმელეთო და საზღვაო მცურავი უეკიპაჟო საშუალებების შექმნაში. ომის მესამე წლის ბოლოსკენ უკრაინულმა მხარემ შეძლო Magura V5 ტიპის უეკიპაჟო კატარღა-დრონიდან (რომელიც მანამდე, ძირითადად, კამიკაძე-დრონის როლში გამოიყენებოდა) გაშვებული ორი Р-73 შეეDragon-ის ტიპის რაკეტით ჩამოეგდო ორი რუსული Ми-8МТ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი, ხოლო მესამე კი დაეზიანებინა. ეს რუსული შვეულმფრენები ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროსთან, ტარხანკუტის კონცხის სიახლოვეს ჰაერიდან ნადირობდნენ უკრაინულ კატარღა-დრონებზე: შვეულმფრენების ეკიპაჟები ტყვიამფრქვევების ცეცხლით ცდილობდნენ მათ აფეთქებასა და ჩაძირვას, როდესაც უკრაინულმა უეკიპაჟო დრონებმა მოულოდნელად საპასუხო ცეცხლი გახსნეს და თანაც… მართვადი საავიაციო რაკეტებით, რის შემდეგაც რუსი სამხედროები მონადირეებიდან გადაიქცნენ ნადავლად”, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით თბილისური რაკეტებით… პირველად მსოფლიო ომების ისტორიაში.
„თავად უკრაინული კატარღა-კამიკაძეებიდან გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ რაკეტით მძიმედ დაზიანებული ერთი რუსული შვეულმფრენი შავი ზღვის ტალღებში იძირება, მეორეს კი კუდის საჭესთან უფეთქდება რაკეტა, მაგრამ დიდი გაჭირვებით მაინც აგრძელებს ფრენას ავარიულად მიწაზე დასაშვებად, თუმცა მოგვიანებით ხდება ცნობილი, რომ ისიც ზღვაში ჩავარდა… გარდა ამისა, უკრაინულმა მხარემ ასევე გამოაქვეყნა ამ რუსული შვეულმფრენების ეკიპაჟების განწირული ხმით რადიოსაუბრების გადაჭერილი ჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, თუ რამდენად მოულოდნელი იყო მათთვის, რომ ადვილ საკბილოდ მიჩნეულმა კატარღა-დრონებმა იქით გამოაჩინეს „ბრჭყალები“ და საპასუხო სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს. ჩვენთვის კი ის გარემოებაა საინტერესო, რომ მსოფლიო ომების ისტორიაში პირველად უეკიპაჟო კატარღა-დრონმა შვეულმფრენი ჩამოაგდო… თბილისში დამზადებული რაკეტით! რა თქმა უნდა, ეს „ჰაერი-ჰაერი“ კლასის ორი Р-73 ტიპის მართვადი რაკეტა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ გადაუცია უკრაინის არმიისთვის (ეს საერთოდ ფანტასტიკის სფეროა ოფიციალური სა და თბილისის დღევანდელ დაძაბული ურთიერთობის გამო), ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან შემორჩათ უკრაინაში, როდესაც „ჰაერი-ჰაერი“ კლასის მართვად რაკეტებს სერიულად უშვებდნენ თბილისის საავიაციო ქარხანაში“ , – განაგრძობს გამოცემა.
„აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს უკრაინელ კოლეგას, მიბაძვით ზელენსკის ბრალდებები წაუყენა ილონ მასკმაც, მსოფლიოს ერთ-ერთმა თუ არა ყველაზე მდიდარმა ბიზნესმენმა და ტრამპის მარჯვენა ხელმა, რომელსაც თეთრმა სახლმა განუზომელი უფლებამოსილება მიანიჭა. მაგრამ ერთია მასკის მიერ ზელენსკის გაკრიტიკება მისივე სოციალურ ქსელში და მეორე, თუკი ილონ მასკი ამ სიტყვებს საქმედ აქცევს და უკრაინის პრეზიდენტზე დაბოღმილი, შურს უკრაინის არმიაზე იყრის, კერძოდ… Starlink-ის გათიშვით ფრონტის ხაზზე. რა არის Starlink-ი და რატომ შეიძლება გახდეს მისი ფუნქციონირების შეწყვეტა უდიდეს კატასტროფად უკრაინის დამცველებისთვის და ამასთან, უდიდეს საჩუქრად პუტინის საოკუპაციო ძალებისთვის? Starlink-ი სწორედ ის მანათობელი წერტილებია, რომლებსაც თბილისის და საქართველოს სხვა დასახლებული პუნქტების (ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში) მოსახლეობა დროდარო ხედავენ ღამის ცაზე, როდესაც ისინი ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული მიფრინავენ. ბევრს თავიდან ეს შეიძლება „უცხოპლანეტელების შემოჭრაც“ ეგონა, მაგრამ ახსნა მალევე მოეძებნა – ილონ მასკის მძლავრ რაკეტა-მატარებელს დედამიწის ახლო ორბიტაზე ერთდროულად გაჰყავს რამდენიმე ათეული ხელოვნური თანამგზავრი და ისინიც, ორბიტაზე „თავისი“ ადგილის დაკავებამდე, ჯერ ერთმანეთის კუდში ჩამწკრივებული უვლიან გარშემო ჩვენს პლანეტას…“ – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ილონ მასკი უკრაინის არმიისთვის Starlink-ის გამორთვით უდიდეს საჩუქარს გაუკეთებს პუტინს…
Starlink -ი არის თანამგზავრული გლობალური სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მაღალი სისწრაფის ინტერნეტკავშირი იქაც, სადაც ჩვეულებრივი ინტერნეტი ვერ „აღწევს“. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ სწორედ პენტაგონი დაინტერესდა ილონ მასკის Starlink-ით, მათ შორის საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჯარების მართვისა და ასევე თანამედროვე მართვადი შეიარაღების მიზანზე ზუსტად მოხვედრის უზრუნველყოფის სახით. 2022 წლის 26 თებერვალს ანუ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან ორ დღეშივე თავად ილონ მასკმა წამოაყენა ინიციატივა, რომ Starlink-ზე წვდომა გადაეცა უკრაინის არმიის სარდლობისთვის და უკვე 1-ლ მარტს დაიწყო Starlink-ის სახმელეთო ტერმინალების გაგზავნა უკრაინელი სამხედროებისთვის და უმოკლეს დროში უკრაინაში ჩაიტანეს 15 ათასამდე ასეთი ტერმინალი. რუსეთმა სცადა რადიოელექტრონული ბრძოლის ტექნიკური საშუალებებით ჩაეხშო Starlink-ის თანამგზავრების სიგნალი უკრაინაში, მაგრამ ილონ მასკმა თავის სპეციალისტებს სისტემის დაცვის ახალი ზომები აამოქმედებინა. მაგრამ 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში ილონ მასკის დამოკიდებულება რადიკალურად საწინააღმდეგოდ შეიცვალა – მისი ბრძანებით, 1 300 ტერმინალი უკრაინელ სამხედროებს გაუთიშეს ტრაფიკის საფასურის გადაუხდელობის მოტივით, თუმცა პრობლემა ბევრად სერიოზული გახლდათ, რადგან აშშ-ის, ბრიტანეთისა და პოლონეთის მთავრობებმა თავის თავზე აიღეს ამ ტერმინალების მომსახურების (ერთ ტერმინალზე ტრაფიკის გადასახადი თვეში 2.5 ათას დოლარს აღწევდა) ღირებულების დაფარვა და პრობლემა უნდა მოხსნილიყო“,- აღნიშნავს გამოცემა.
„როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ილონ მასკს სატელეფონო საუბარი ჰქონია თვით… პუტინთან, რამაც კიდეც შეცვალა ილონ მასკის პოზიცია, როდესაც მან ჯერ შუა ოპერაციის დროს გაუთიშა Starlink-ი იმ უკრაინულ საზღვაო კამიკაძე-დრონებს, რომლებიც ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის პორტში რუსულ სამხედრო ხომალდებზე აპირებდნენ შეტევების მიტანას, შემდეგ კი ტერმინალების მოქმედების პროგრამაში შეატანინა ცვლილება, რომ უკრაინულ საჰაერო კამიკაძე-დრონებს რუსეთის ტერიტორიაზე ვერ მიეტანათ იერიში. გავრცელებული ხმებით, იმ სატელეფონო საუბრისას თითქოს პუტინმა, რომლის არმია სწორედ იმ პერიოდში, 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, სამარცხვინოდ გარბოდა მანამდე ოკუპირებული უკრაინის ხარკოვისა და ხერსონის ოლქებიდან, ილონ მასკი გააფრთხილა, რომ რუსეთი უკრაინაში ააფეთქებდა ტაქტიკურ ბირთვულ მუხტებს, თუკი ამერიკული მხარე არ შეაჩერებდა უკრაინის არმიის წარმატებულ კონტრშეტევას… მაშინ პუტინის ამ „ბირთვულმა შანტაჟმა“ იმოქმედა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაზე და კიევი მართლაც აიძულა კონტრშეტევა შეეჩერებინა – როგორც ჩანს, ბაიდენის გარდა, ილონ მასკსაც შეშინებია პუტინის ბირთვული მუქარის…“ – განაგრძობს გამოცემა.
„აღნიშნული ა(ა)იპ-ი თავდაცვის სამინისტროს, გენერალთა კლუბისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფიო სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით ორი წლის წინ დაარსდა. „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ედუარდ ჯიშკარიანი, სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალთან“ საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულმა პროექტმა გასული წლის 11 შეკრების განმავლობაში საწყისი სამხედრო მომზადების კურსი უმაღლესი კვალიფიკაციისა და გამოცდილი ვეტერანი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით რამდენიმე ასეულმა მოხალისემ გაიარა და მათ მინიმალურ დონეზე შეიძინეს სამხედრო ცოდნის პრაქტიკული ჩვევები. მსი თქმით, „ტოტალური თავდაცვის“ კონცეფციაში ერთ-ერთი უმთავრესი ძალისხმევის ხაზია „თავდაცვის ძალების სამოქალაქო მხარდაჭერა“ და მათ შორის მოხალისეების მონაწილეობა ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამ პრინციპის რეალიზების ფარგლებში, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა“ და ა(ა)იპ-ი „საქართველოს გენერალთა კლუბის“ მიერ 2023 წლის 8 თებერვალს დაფუძნდა მოხალისეთა ორგანიზაცია, ა(ა)იპ-ი „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“.
„ როგორც აღვნიშნე, ორგანიზაციის ფუნქცია მოიცავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებას, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია საზოგადოების იმ ფენას, რომელსაც ამ ეტაპზე აქტიურ თავდაცვის ძალებში სამსახურის შესაძლებლობა არ მიეცა. გასული წლის 11 შეკრების განმავლობაში პროექტში მონაწილეობა მიიღო საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლებმა: ვეტერანებმა, სტუდენტებმა, ჟურნალისტებმა, სპორტსმენებმა (მათ შორის ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონებმა), შშმ პირებმა, სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმა და სხვადასხვა რელიგიური თუ ეთნოსის წარმომადგენლებმა. შეკრება გრძელდება 5 დღე. მოხალისეები ამ პერიოდის განმავლობაში მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით სწავლობენ საწყისი სამხედრო მომზადების პროგრამას ისეთ საგნებში, როგორიცაა პირველადი დახმარება, ტო-პოგრაფია, ნავიგაცია, საცეცხლე მომზადება (პრაქ-ტიკული სროლებით), საინჟინრო მომზადება, პირველადი სამედიცინო მომზადება, თვითგადარჩენის ელემენტები, დრონების კლასიფიკაცია და მათი პრაქტიკული მართვა, სამხედრო ისტორია და ა. შ. ამ ყველაფრის მიზანი კი ის არის, რომ თითოეულ მოქალაქეს საგანგებო ვითარების დროს შეეძლოს არა მარტო თავის გადარჩენა, არამედ სხვებისთვის სწორი დახმარების აღმოჩენა.მომზადება ტარდება გომბორის სასწავლო ცენტრში, კონტეინერის ტიპის საცხოვრებლებში, რომლებიც უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურითა და სრულად აკმაყოფილებს სწავლებისთვის შესაბამის სტანდარტს“,- აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედუარდ ჯიშკარიანი.
„აფრიკის დასავლეთში მდებარე მალის რესპუბლიკას ზღვაზე გასასვლელი არა აქვს, ხოლო ხმელეთზე ესაზღვრება: ჩრდილო-დასავლეთიდან მავრიტანია, ჩრდილოეთიდან ალჟირი, აღმოსავლეთით ნიგერი, სამხრეთით ბურკინა-ფასო და კოტ-დ’ივუარი, დასავლეთით გვინეა და სენეგალი. საფრანგეთის ყოფილმა კოლონია მალიმ დამოუკიდებლობა 1960 წლის 22 სექტემბერს მოიპოვა და დამოუკიდებლობასთან ერთად არაერთი მოუგვარებელი პრობლემაც მიიღო. მალის ჩრდილო-აღმოსავლეთით საჰარის უდაბნოში მდებარე აზავადის რაიონი მეტწილად ბერბერების წარმომადგენელი ტუარეგის ტომითაა დასახლებული. 1990-იან წლებში ტუარეგებმა სხვა არაბულ მომთაბარე ტომებთან ერთად მალის ხელისუფლების წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გააჩაღეს. ბრძოლა 2012 წლის იანვარში აჯანყებაში გადაიზარდა, ტუარეგების ხელში აღმოჩნდა ლიბიაში კადაფის რეჟიმთან მებრძოლი ფორმირებებისთვის განკუთვნილი იარაღი. აჯანყებულებმა მაშინ მიზანს მიაღწიეს და 2012 წლის 6 აპრილს აზავადის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამის შემდგომ ზომიერ სეპარატისტ ტუარეგებსა და რადიკალურ ისლამისტებს შორის განხეთქილება ჩამოვარდა, რაც შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ისლამისტებმა გაიმარჯვეს და მსოფლიოს 2012 წლის 15 ივლისს აზავადის ისლამისტური სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შესახებ ამცნეს“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ხუთი ქვეყნის საერთო თავსატეხი.
„მალის ხელისუფლებამ დახმარებისთვის პარიზს მიმართა. საფრანგეთმა 15 ქვეყნის კოალიციის ხელშეწყობით ოპერაცია Serval-ი ჩაატარა, ბამაკოს (მალის დედაქალაქი) სამხედრო დახმარება აღმოუჩინა და ფრანგი სამხედროების უშუალო მონაწილეობით მალის არმიამ ისლამისტების დამოუკიდებლობა 2013 წლის 29 იანვარს დაასრულა. სტაბილურობის შესანარჩუნებლად ქვეყანაში მცირერიცხოვანი ფრანგული სამხედრო და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების სამშვიდობო კონტინგენტი განთავსდა. ხელისუფლების გამარჯვების მიუხედავად, პრობლემა მოუგვარებელი დარჩა. ტუარეგები საჰარის უდაბნოში ცხოვრობენ, ხოლო უდაბნო ბურკინა-ფასოს, მალის, ალჟირის, ლიბიისა და ნიგერის ტერიტორიებსაც მოიცავს. 3 200 000 ტუარეგიდან უმეტესობა 1 823 000 ნიგერის, ხოლო 822 000 მალის მცხოვრებად ითვლება. პრობლემა ხუთივე სახელმწიფოსთვის ერთნაირია, ვინაიდან ფრანგების მიერ უდაბნოში გავლებულ გამყოფ ხაზებსა და სახელმწიფო საზღვრებს ადგილობრივი მოსახლეობის მომთაბარე ცხოვრების წესი არ ცნობს. 2021 წელს მალის სათავეში სამხედრო ხუნტა მოვიდა. ამჟამად მისი ლიდერია პოლკოვნიკი ასამი გოიტა, რომელსაც სპეციალური სამხედრო მომზადება გავლილი აქვს გერმანიაში, აშშ-სა და გაბონში. 2023 წელს მან მხარი დაუჭირა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას, ხოლო 2024 წლის 5 აგვისტოს კიევთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა…“ – განაგრძობს გამოცემა.
„რუსეთი დიდი ხანია აშკარად თუ ფარულად მოქმედებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე კონტროლის დასაბრუნებლად, რისთვისაც იყენებს დიპლომატიურ ხრიკებს, ეკონომიკურ ბერკეტებს, სპეცსამსახურების აგენტურას, დეზინფორმაციას, ადგილობრივ მეხუთე კოლონას და ა.შ. უკვე ათწლეულებია, რაც კრემლის ორგანიზებული ჰიბრიდული ომის ცეცხლში არიან გახვეული უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. უკანასკნელ პერიოდში ამ ჩამონათვალს სომხეთიც დაემატა. რუსული „რბილი ძალის“ მოქმედება გადანაწილებულია რუსეთის სპეცსამსახურების საფარ საგანმანათლებლო, კულტურულ და სამეცნიერო ორგანიზაციებზე: „რუსკი დომ“, „როსოტრუდნიჩესტვო“, „სპუტნიკ“ და სხვ. თუმცა რუსული „რბილი ძალის“ მთავარი დასაყრდენი და „კრაზანების ბუდე“ მაინც რუსეთის საელჩოებია. სწორედ იქ იმყოფება რუსეთის საგარეო და სამხედრო დაზვერვების რეზიდენტურები. თუ რუსეთის საგარეო დაზვერვის (ეფ-ეს-ბეს მე-5 სამსახური – ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური და საგარეო დაზვერვის სამსახური) ოფიცრები სამოქალაქო დიპლომატებად ინიღბებიან, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები (ვითომდა სამხედრო დიპლომატები) სამხედრო წარმომადგენლობის (ატაშეს) აპარატს აფარებენ თავს. უკვე დიდი ხანია, საიდუმლო არაა, რომ ვითომდა სამხედრო დიპლომატები რეალურად სამხედრო მზვერავები არიან და ყველა „ნორმალური“ ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლობა აგენტურის გადაბირებითა და საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებითაა დაკავებული“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით რუსეთის ჰიბრიდული ომი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წინააღმდეგ.
„ამიტომაც არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ან გენერალური შტაბის მოქმედმა თუ გადამდგარმა მაღალი ჩინის ოფიცრებმა სხვა ქვეყნის საელჩოს სამხედრო წარმომადგენლებთან ურთიერთობისას არ უნდა გადაკვეთონ. თუ მათი კონტაქტები სცილდება ოფიციალურს, მაშინ რაღაც ხდება ან უკვე მოხდა და ერთ-ერთი მათგანი უკვე გადაბირებული აგენტია. დღეს ერთად გავეცნოთ მოლდოვაში რუსეთის სპეცსამსახურების ფარული ოპერაციების რამდენიმე კონკრეტულ ფაქტს. კერძოდ, გავლენის აგენტებისა და აგენტ-ინფორმატორების მოქმედებებს ამ ქვეყანაში პრორუსული ხელისუფლების მოსაყვანად. 2024 წლის 5 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, გენერალ-მაიორ იგორ გორგანს მრავალწლიანი საიდუმლო კონტაქტები ჰქონდა მოლდოვაში რუსეთის საელჩოში მომუშავე სამხედრო წარმომადგენლობის ოფიცრებთან. გენერალ გორგანის ბიოგრაფია ძალზე საინტერესოა. ის 1969 წლის 2 აგვისტოს მოლდოვაში (დუბოსარი) დაიბადა, 1987 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში, ორი წლის შემდეგ ჩაირიცხა ნოვოსიბირსკის საერთო-საჯარისო უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, რომელიც 1991 წელს დაამთავრა. ჩვენი აზრით, სწორედ მაშინ გადაიბირეს იგორ გორგანი ამ სამხედრო სასწავლებელში მოფუთფუთე კა-გე-ბეს სამხედრო კონტრდაზვერვის (მე-3 მთავარი სამმართველო) „ოსობისტებმა“,- განაგრძობს გამოცემა.
„ის გარემოება, რომ ათმილიონიანი მოსახლეობის შვედეთს საკუთარი საავიაციო მრეწველობა აქვს და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი გამანადგურებლების შექმნა შეუძლია, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის მაღალ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ განვითარების დონეზე მიუთითებს. მართალია, თავდაპირველად SAAB Gripen-ი საკმაოდ სპეციფიკური მოთხოვნებით განპირობებული შვედეთის შიდა მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის შეიქმნა, თუმცა წლების განმავლობაში ამ სპეციფიკურობას თვითმფრინავს კონკურენტების უკან ჩამოტოვებასა და საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში ხელი ნამდვილად არ შეუშლია. პირიქით, Gripen -ის უკანასკნელი მოდიფიკაცია JAS-39E თანამედროვე გამანადგურებლებს ტოლს ნამდვილად არ უდებს. 1937 წელს დაარსებულმა კომპანია SAAB -მა არსებობის განმავლობაში 13 სხვადასხვა ტიპის გამანადგურებელი შეიმუშავა და 4 500-ზე მეტი თვითმფრინავი ააწყო, საიდანაც ლომის წილი სწორედაც შვედეთის სამხედრო ავიაციის მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი. სამხედრო ნეიტრალიტეტის შვედური პოლიტიკა ძალაუნებურად აისახა ეროვნულ საავიაციო მრეწველობაზეც, რომელიც მხოლოდ საკუთარ ტექნოლოგიებსა და ტექნიკურ შესაძლებლობებს ეფუძნება. შვედური „გრიპენის“ შექმნის ისტორია 1970-იან წლებში იწყება, როდესაც სამხედრო ავიაციის რესტრუქტურიზაციასთან ერთად შვედმა სამხედროებმა უნიფიკაციასა და მრავალმიზნობრიობაზე დაიწყეს ფიქრი“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით შვედური „გრიპენი“ კლანჭებს ილესავს.
“ახალი თვითმფრინავების შესყიდვისა და შემდგომ მათი შენახვის ღირებულების ზრდამ სამხედროებს ალტერნატიული გზების მოძიებისკენ უბიძგა. სხვადასხვა პერიოდში ანალოგიური პრობლემის წინაშე ამერიკელები, ბრიტანელები და ფრანგებიც დადგნენ. იმხანად მსოფლიო სამხედრო ავიაცია დინამიკურად ვითარდებოდა, საშუალოდ 4-5 წელიწადში ერთხელ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების შეიარაღებაში ახალ-ახალი თვითმფრინავები ჩნდებოდა. აშშ-ში სრული სვლით ვითარდებოდა F-15-ისა და F-16-ის პროექტები, სსრკ-ში აქტიურად მუშაობდნენ Су-27-სა და МиГ-29-ზე, შვედები კი მხოლოდ მოძველებული Viggen-ებისა და Drakken-ების იმედად იყვნენ. დროისა და სახსრების დაზოგვისთვის სტოკჰოლმს ამერიკული თვითმფრინავების შესყიდვა შეეძლო, მაგრამ ვიკინგების ამაყმა შთამომავლებმა იმპორტზე დამოკიდებულებას დამოუკიდებლობა ამჯობინეს. წინასწარი შეფასებით, მომავალი ერთძრავიანი თვითმფრინავი მაღალი მანევრულობითა და შეიარაღების ფართო ნომენკლატურით უნდა ყოფილიყო გამორჩეული. სიმსუბუქისთვის კონსტრუქციის 25-30% კომპოზიტურ მასალებს დაეთმო. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მოუმზადებელი ასაფრენი ზოლებიდან და საავტომობილო გზებიდან ექსპლუატაციის შესაძლებლობა იყო”, – განაგრძობს გამოცემა.
„12 იანვარს კახა თილიძეს ორმოცი წელი უსრულდებოდა, 11-ში კი იმიერში გადაინაცვლა. ოთხი ათეული წლის განმავლობაში ბევრი კარგი რამ მოასწრო, ყველაზე მთავარი – ვაჟკაცისა და მეომრის სახელის დატოვება. უცხო მიწაზე დაიღუპა, უცხო ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დასაცავად, მაგრამ თავისი ქვეყნის მტერთან ბრძოლაში… თუშეთში დაიბადა და გაიზარდა. ამიტომაც მეტსახელად `თუშს~ ეძახდნენ. 23 წლის ასაკში მაშინდელი პრეზიდენტის დაცვის წევრი გახდა, დაცვის უფროს ოფიცრად 11 წელი იმსახურა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამერიკაში წავიდა. ჯერ თვითონ აეწყო, ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მიღების შემდეგ კი ცოლ-შვილიც წაიყვანა. დანიელსა და ანა-მარიასთან ერთად ბედნიერი წლებით რომ უნდა დამტკბარიყო, გულმა უკრაინისკენ გაუწია, სადაც უკრაინელი ხალხი რუს ოკუპანტებს ებრძოდა. როგორც მეგობრები ამბობენ, უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდა, კარგი ბიზნესი, კარგი სახლ-კარი, ჰყავდა მოსიყვარულე ცოლი და არაჩვეულებრივი შვილები, მან კი ყველაფერი დათმო და რუსეთ-უკრაინის ომში თითქმის ომის დაწყებისთანავე ჩაება. ათი წლის განმავლობაში დროდადრო ბრძოლის ველიდან ოჯახის მოსანახულებლად ამერიკაში ბრუნდებოდა. გასული წლის ოქტომბერში ცოლ-შვილთან სტუმრობა უკანასკნელი აღმოჩნდა – იანვრის სუსხიან დღეს მძიმედ დაჭრილმა უკრაინის მიწაზე დალია სული“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით საბრძოლო ამოცანის დროს დაღუპული ქართველი მეომარი.
„იმ საბედისწერო დღესაც ფრონტის წინა ხაზზე იყო. მეგობრების თქმით, დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანაყოფ „სოლიდარითის“ მეთაურის მოადგილე იყო და ბოლომდე ამ პოზიციაზე იბრძოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ზაპოროჟიეს მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ბრძოლა მიმდინარეობდა. კახა თავის ჯგუფთან ერთად შევიდა ბრძოლის წინა ხაზზე. დღე-ნახევრის განმავლობაში იყო უწყვეტი ცეცხლი. ევაკუაციის დროს ორი მებრძოლი მძიმედ დაიჭრა. კახაც დაიჭრა, მაგრამ მსუბუქად და არ დატოვა დაჭრილები. ევაკუაცია რომ დაიწყო და კახამ საევაკუაციო მანქანაში ჩაჯდომა მოახერხა, სწორედ მაშინ მოხვედრია მანქანას კამიკაძე-დრონი. „ერთხელ ავტომატის კონდახმა იხსნა. ძალიან ახლოს ჩამოვარდნილა ჭურვი და კონდახს მოხვედრია. ბიჭებისგან ვიცი გადმოცემით, იმჯერად დაჭრილები ყოფილა გამოსაყვანი და შესულან. ჯავშანმანქანაში მოუთავსებიათ დაჭრილი მეომრები, თვითონ კართან მჯდარა. კარის სახელურზე ეკიდა ხელი, კარი რომ დაეკეტა და ამ დროს ჩამოვარდნილა კამიკაძე-დრონი…“ – გვიამბობს კახა თილიძის მეგობარი, ჯამბულ შონია, რომელიც კახასთან იმ დროიდან მეგობრობდა, როცა პრეზიდენტის დაცვაში მუშაობდნენ“, – განაგრძობს გამოცემა.
„თანამედროვე ომებში უპილოტო საბრძოლო საშუალებათა მზარდი გამოყენების ფონზე რადიოელექტრონული ბრძოლისა და რადიოტექნიკური დაზვერვის მნიშვნელობამ ძალზე მოიმატა. აფხაზეთის ომში ალექსანდრე ქავთარაძემ ქართული არმიის რადიოტექნიკური ბრძოლის პირველ დანაყოფებს ჩაუყარა საფუძველი და ამის შესახებ მან სამხედროანალიტიკურ ჟურნალ „არსენალთან“ ვრცლად ისაუბრა. „1991 წელი საქართველოსთვის რთული იყო. ხელისუფლებაში მოსულ ეროვნულ ძალებს შიდა და გარე მტერი არ აკლდა. ამას ემატებოდა განუკითხაობა, ეკონომიკური სირთულეები, გაუარესებული კრიმინოგენული სიტუაცია და ა. შ. დედაქალაქთან შედარებით უფრო ცუდ მდგომარეობაში რეგიონები იყო, ინფორმაციას მხოლოდ ერთადერთი საშუალებით, ტელეფონით თუ მიიღებდი. ქვეყნის იმდროინდელი მდგომარეობა სატელეფონო კავშირების მუშაობაზე აისახებოდა და ხელისუფლებას პრობლემებს უქმნიდა“, – იხსენებს რესპონდენტი“ – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით რადიოელექტრონული ბრძოლის სამსახური აფხაზეთის ომში.
„მე მაშინ უზენაესი საბჭოს შენობის ტექნიკური სამსახურის უფროსად ვმუშაობდი და ალტერნატივად სამთავრობო თავდაცვის კომისიის თავმჯდომარე თენგიზ კიტოვანს რეგიონებიდან ინფორმაციის მისაღებად რადიოკავშირის გამოყენება შევთავაზე, რაზეც თანხმობა მივიღე. ყოფილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობაში მძლავრი მოკლეტალღოვანი რადიოსადგური P-140 დავაყენეთ და გამოცდილი რადიომოყვარული, აკაკი დევდარიანი, რეგიონებში ადგილობრივ რადიომოყვარულთა დახმარებით ქვეყნის ხელმძღვანელობას საჭირო და აუცილებელ ინფორმაციას აწვდიდა. როდესაც 1991 წლის იანვარში ცხინვალში, ქართული მილიცია შევიდა, იქ კავშირისა და რადიოტექნიკური დაზვერვის პოსტის მოწყობა გადავწყვიტე. ამის თაობაზე შეხვედრები მქონდა კიტოვანის მრჩეველთან, ყოფილ საბჭოთა უშიშროების გენერალ-მაიორ გიორგი ფიფიასთან. პირად საუბრებში ყველა მეთანხმებოდა, მაგრამ საქმისთვის კონკრეტული არაფერი გაკეთებულა. აფხაზეთში ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე თავდაცვის უწყებას ავადჰარასთან რუსეთის ტერიტორიისკენ მიმავალ ბილიკზე საგუშაგოს მოწყობა შევთავაზე. ვიცოდი, რომ აფხაზი სეპარატისტები ბილიკს ჩრდილო კავკასიიდან ცოცხალი ძალისა და იარაღის შემოსატანად გამოიყენებდნენ, მაგრამ ვერც ეს მოხერხდა. არადა, აფხაზეთში ომის დაწყების პირველ დღეებში სწორედ ამ ბილიკით შემოვიდნენ ჩრდილოკავკასიელები და თან შემოიტანეს ნაღმსატყორცნები, სეტყვასაწინააღმდეგო „ალაზნის“ დანადგარები, საბრძოლო მასალები და ა. შ.“ – განაგრძობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე ქავთარაძე.
„იმედა გოგელაშვილი, საქართველოში იარაღის სროლის ინსტრუქტორი და სპეციალისტია და წლებია ამ მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს. ასევე, ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა სპეციალობის პირებისთვის. „რამდენიმე წლის წინ დავტოვე თავდაცვის სამინისტრო, ახლა კი ვარ ლაზერული სროლების ტექნოლოგიების წარმომადგენელი კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში. მოგეხსენებათ, არსებობს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის როგორც სანადირო, ასევე თავდაცვითი. ამჟამად ვმუშაობ ცეცხლსასროლი იარაღის ინსტრუქტორად და ვხედავ, რაც ხდება – ბევრს სურს იარაღი ჰქონდეს, მაგრამ გამოუცდელია და მისი მოხმარება არ იცის. მართალია, არის გამოცდები, მაგრამ ის საკმარისი არ არის. საქართველოში ძალიან ბევრს აქვს სხვადასხვა ტიპის სანადირო თუ თავდაცვის იარაღი, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილს იარაღის მოხმარების კურსები გავლილი არა აქვს. ჩვენთან იარაღს, ძირითადად, მაინც სანადიროდ ყიდულობენ. ბევრმა მისი მოხმარება საბაზისო დონეზეც არ იცის. როდესაც ზოგიერთს ვეკითხები, რისთვის შეიძინეთ-მეთქი, მპასუხობენ, თავდაცვისთვისო, ამ დროს ვაზნისა თუ მჭიდის შეცვლაზე წარმოდგენა არა აქვთ“,- ამბობს ინსტრუქტორი“, – წერს ჟყრნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით იარაღის ინსტრუქტორი გვაფრთხილებს…
„ბოლო დროს არაერთი ქალი ყიდულობს იარაღს. ჩემს შეკითხვაზე, რატომ დაგჭირდა ამის შეძენა-მეთქი, თავის დასაცავადო, მპასუხობენ, მაგრამ გამოყენება არ იციან. რამდენიმე კითხვარი აქვთ ნასწავლი და შემდეგ იარაღის გასასინჯად ტირში მოდიან. კარგია, რომ თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით სკოლებში ისწავლება სამხედრო საგანი, მაგრამ მასწავლებლებს გაკვეთილის ახსნა სიმულაციურად, იარაღისა და ვიზუალიზაციის გარეშე უწევთ. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ შევხვდით ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს და მან მთხოვა, თუ არის შესაძლებელი, რომ დირექტორთან შეთანხმებით ერთი პრაქტიკული გაკვეთილი ჩავატაროთო,ოღონდ ნამდვილით არა, არსებობს იარაღის მაკეტები, რომლებიც აბსოლუტურად იდენტურია ნამდვილის, თუმცა ცეცხლსასროლი არ არის. გამიხარდა შემოთავაზება და ჩავატარე კიდეც გაკვეთილი, ვინაიდან სკოლების ინფრასტრუქტურა ძალიან კარგად შეესაბამება ამ საგნის სწავლებას – ყველგან არის კომპიუტერული ოთახი, სადაც მუშაობა შეიძლება. მაგალითისთვის სასროლი ტრენაჟორის პრინციპს აგიხსნით: ეკრანზე ხდება მიზნების პროექტირება. სხვადასხვა სასროლი მანძილიდან 40-დან 100 მეტრის სიშორემდე სროლების სიმულირება ხდება ავტომატით ან შაშხანით, ანუ ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ მოზარდები სხვადასხვა დეტალში გაერკვნენ. საბაზისო სწავლებას თეორიულად გადიან, მაგრამ პრაქტიკულად, სიმულაციურ იარაღთან შეხება რომ ექნებათ, სრულიად სხვა შედეგს მივიღებთ“,- განაგრძობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იმედა გოგელაშვილი.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის თითქმის სამწლიანი ომი შეიძლება ისტორიაში შევიდეს როგორც „დრონების ომი“, კვლავ აქტუალურია „ომების ღმერთი“, არტილერია, – 1 200 კმ მეტ მანძილზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე ორივე მხრიდან დღე-ღამეში არანაკლებ 30-50 ათას სხვადასხვა კალიბრის ჭურვებს ისვრიან. უკრაინის არმიაში საბჭოთა სტანდარტის საარტილერიო ჭურვების უდიდესი დეფიციტია, ამიტომ, ძირითადად, გადასული არიან ნატოს 105 მმ-იანი და 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების მოხმარებაზე, რომლებსაც ასევე დასავლეთისგან გადაცემული ბუქსირებადი თვითმავალი ქვემეხებით და ჰაუბიცებით ისვრიან. რამდენიმე დღის წინ უკრაინის არმიას შეემატა უახლესი საარტილერიო სისტემა, რომელიც უნიკალურია და ახალი სიტყვაა საარტილერიო საქმეში. გერმანიამ უკრაინას გადასცა პირველი ექვსი RCH 155 ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, რითაც უკრაინის არმია მსოფლიოში პირველია, ვინც შეიარაღებაში ეს უნიკალური საარტილერიო სისტემა მიიღო და რომელსაც, ალბათ, მალევე გამოცდის რეალურ საბრძოლო მოქმედებებში“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით უნიკალური თვითმავალი ჰაუბიცის საბრძოლო ნათლობა უკრაინის ომში…
„RCH 155 უნიკალურია არა იმით, რომ ოთხღერძიან და რვაბორბლიან შასიზეა განთავსებული (მაგალითად, ქართველი არტილერისტების განკარგულებაში ჩეხოსლოვაკიური 152 მმ-იანი ბორბლებიანი თვითმავალი ჰაუბიცა Dana ჯერ კიდევ მეოთხედი საუკუნის წინ გამოჩნდა) და არც იმით, რომ სროლისას საარტილერიო ჭურვების დატენა ავტომატურად ხდება (შვედურ Archer-ს ასეთი ავტომატური სისტემა დიდი ხანია აქვს), არამედ იმით, რომ RCH 155 ტიპის თვითმავალ საარტილერიო დანადგარს ჭურვების გასროლა თურმე სიარულის დროსაც შესძლებია! ასეთი რამ არტილერიის ისტორიას არ ახსოვს – როგორც წესი, ბუქსირებადი ქვემეხებისა და ჰაუბიცებისთვის პოზიციებს წინასწარ ამზადებენ მათი სადგარების მიწაში ჩაფვლითა და გამაგრებით, რათა გასროლისას წარმოქმნილმა უკუცემის დიდმა ძალამ საარტილერიო დანადგარი არ გადააბრუნოს. რაც შეეხება ბორბლებიან საარტილერიო დანადგარებს, ისინი საცეცხლე პოზიციაზე გაჩერებისთანავე მიწაზე უშვებენ აუტრიგერებს (ჰიდრავლიკურ საყრდენებს) სროლისას სტაბილიზირებისთვის. გერმანულ-ფრანგული საიარაღო კონცერნი KNDS-ი კი აცხადებს, რომ მის უახლეს თვითმავალ ბორბლებიან RCH 155 ტიპის თვითმავალ საარტილერიო დანადგარს 155 მმ ჭურვების გასროლა თურმე მოძრაობის დროსაც შეუძლია, რაც გარღვევა იქნება თანამედროვე ომებისთვის”, – აღნიშნავს გამოცემა.
„საქმე ის არის, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მოწინააღმდეგე მხარეების აღჭურვილობაში დიდი ხანია არის საარტილერიო ცეცხლის დაზვერვის ისეთი რადიოლოკატორები და აკუსტიკური ხელსაწყოები, რომლებიც მტრის ჭურვების ფრენის ტრაექტორიას, თუ რომელი კოორდინატებიდან ისროლეს, რადიოლოკაციური და აკუსტიკური პარამეტრებით რამდენიმე წამში დიდი სიზუსტით ადგენენ და ზუსტი კონტრსაბატარეო ცეცხლის გახსნის საშუალებას აძლევენ თავიანთ არტილერისტებს. ბუქსირებადი არტილერიის მომსახურება რთულია, რადგან რამდენიმე გასროლის შემდეგ ჰაუბიცის მოხსნას, აკეცვას, ავტოგამწეზე ჩაბმასა და საცეცხლე პოზიციის დატოვებას რამდენიმე წუთი მაინც სჭირდება, რაც სავსებით საკმარისია მოწინააღმდეგის ზუსტ კონტრსაბატარეო ცეცხლში აღმოჩენისთვის. თვითმავალი საარტილერიო დანადგარები ამ მხრივ უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან საცეცხლე პოზიციის დატოვება მათ 30-60 წმ-ში შეუძლიათ. მაგრამ სულ სხვა რამე იქნება, თუკი ახალი გერმანულ-ფრანგული RCH 155 მართლაც შეძლებს შეუჩერებლად (თუნდაც მცირე სიჩქარით მოძრაობისას) ზუსტი საარტილერიო ცეცხლის წარმოებას და თანაც არა მარტო ღია (პირდაპირი დამიზნებით), არამედ დახურული (როდესაც მიზანი არ ჩანს) პოზიციებიდანაც. საგულისხმოა, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინის არმიისთვის 890 მლნ ევროს ღირებულების 54 ერთეული RCH 155-ის შეძენას აპირებს, მაგრამ ჯერ დააკვირდება მათ საბრძოლო ნათლობას პუტინის არმიის წინააღმდეგ უკრაინის ფრონტზე“, – დასძენს გამოცემა.
“2025 წლის მარტის ბოლოსთვის გადაწყდება, კონკრეტულად რომელ ტყვიამფრქვევზე შეაჩერებს თავის არჩევანს ბრიტანული არმია. საქმე ის არის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ამ ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოს, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს რაღაც არ უმართლებს ხელის ტყვიამფრქვევების არჩევაში და კვლავ ძიებაშია. 2019 წელს ბრიტანეთის არმიის სარდლობამ შეიარაღებიდან ამოიღო როგორც მოძველებული ხელის ტყვიამფრქვევი L86A2 LSW-ი (რომელიც არანაკლებ ძველი ავტომატური შაშხანის L85-ის ბაზაზე იყო შექმნილი), ისე შედარებით თანამედროვე L108A1 და L110A1, რომლებიც, შესაბამისად, ბელგიური FN Minimi-სა და FN Minimi Para-ს ბრიტანული ვარიანტები იყო. და ისინი ბრიტანელმა გენერლებმა… კიდევ უფრო ძველი FN MAG-ით ჩაანაცვლეს, რომელიც ასევე ბელგიურია, მაგრამ 7.62 მმ კალიბრის და უფრო მძიმე ტყვიამფრქვევია იმ მებრძოლებისთვის, რომლებიც ქალაქის ქუჩებში იბრძვიან ახლო მანძილზე და უფრო მსუბუქ ხელის ტყვიამფრქვევზე ოცნებობენ. ბრიტანეთის არმიის გენერალიტეტში მიხვდნენ შეცდომას და სასწრაფოდ გამოაცხადეს 4 მლნ გირვანქის ღირებულების ტენდერი ახალი ხელის ტყვიამფრქვევის შეძენაზე, რომლის კალიბრი ისევ 5.56 მმ უნდა იყოს და მისი მასა 7.2 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს”, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ახალი ხელის ტყვიამფრქვევი ქალაქში ბრძოლებისთვის / ბრიტანეთის არმია ხელის ტყვიამფრქვევად, სავარაუდოდ, ულტრათანამედროვე FN Evolys-ს აირჩევს…
„ბრიტანელ გენერლებს ისე ეჩქარებათ, რომ ტენდერზე ახალი ტყვიამფრქვევის არჩევაზე შემოთავაზებების მიღებას უკვე ა.წ.-ის 24 მარტისთვის აპირებენ და გამარჯვებულს ავალდებულებენ, რომ 2026 წლის 1-ლ ივლისამდე აუცილებლად უნდა დაიწყოს ტყვიამფრქვევების მიწოდება. მაგრამ ვინ გაიმარჯვებს დარჩენილ ერთ თვეში? ყველაზე დიდი შანსი ისევ ბელგიელებს აქვთ თავიანთი ულტრათანამედროვე ხელის ტყვიამფრქვევ FN Evolys -ით, რომელიც 2021 წელს შეიქმნა. FN Evolys-ი კარგად ცნობილი FN Minimi-ს ბევრად გაუმჯობესებული ვარიანტია, რომელშიც ფართოდაა გამოყენებული პოლიმერები და 3D ბეჭდვის ტექნოლოგია, რამაც ის FN Minimi -ზე 30%-ით შეამსუბუქა. ვაზნების გარეშე 5.56 მმ კალიბრის FN Eვოლყს-ი მხოლოდ 5.5 კგ-ს იწონის და სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ ერთმა ჯარისკაცმა შეძლოს მისი საშუალებით ზუსტი ავტომატური ცეცხლის წარმოება ქალაქში ბრძოლისას, მოკლე გადარბენებით. FN Evolys -ის განმასხვავებელი დეტალი ისიცაა, რომ სავაზნე კოლოფიდან ვაზნებიანი ლენტის მიწოდება იარაღში დახრილი 45-გრადუსიანი კუთხით ხდება. სავაზნე კოლოფში თავსდება 5.56 მმ კალიბრის 100 ან 200-ვაზნიანი ლენტები, ან კიდევ ლენტა 50 ერთეული 7.62 მმ კალიბრის ვაზნებით, თუკი FN Evolys-ი 7.62 კალიბრის მოდიფიკაციისაა“, – აღნიშნავს გამოცემა.
„ასევე ვარირებს ტყვიამფრქვევის ლულის სიგრძეც – 5.56 მმ კალიბრის შემთხვევაში მისი სიგრძე შეადგენს 355 მმ-ს, ხოლო 7.62 მმ-იანის მოდიფიკაციის ლულის სიგრძე 406 მმ-მდეა გაზრდილი. შესაბამისად, განსხვავებულია ტყვიამფრქვევის საერთო სიგრძეც – სრულად გაშლილი კონდახით 5.56 მმ-იანი იარაღის სიგრძე 950 მმ-ს შეადგენს და მცირდება 850 მმ-მდე მისი ბოლომდე დაკეცვის შემდეგ. 7.62 მმ კალიბრიანი ტყვიამფრქვევისთვის ეს მაჩვენებლები ასეთია: 1 025 მმ სრულად გაშლილი კონდახით და 925 მმ ბოლომდე დაკეცილი კონდახით. ტყვიამფრქვევის სროლის ტემპი წუთში 750 გასროლას აღწევს და ის ერთნაირია ორივე კალიბრისთვის. სამაგიეროდ, დამიზნებითი სროლის მაქსიმალური სიშორე 5.56 მმ კალიბრის FN Evolys-ისთვის 800 მ-ია, მაშინ როდესაც 7.62 მმ-იანი მოდიფიკაციით ტყვიების მიზანში ზუსტად მორტყმა 1000 მ-ზეცაა შესაძლებელი. თუმცა ქალაქში ბრძოლებისას, როგორც წესი, სროლები უფრო ნაკლებ, 300-500 მ დისტანციაზე ხდება და თითქოს 7.62 მმ-იანი მოდიფიკაციის ხელის ტყვიამფქვევის არჩევა ზედმეტია, მაგრამ. მეორე მხრივ, მას შემდეგ, რაც თანამედროვე ომებში ყველა მებრძოლი ჯავშანჟილეტითა და ჯავშანჩაფხუტითაა აღჭურვილი, უფრო მეტი ენერგიის მქონე 7.62 მმ-იანი ტყვიების გამოყენებაც უფრო ლოგიკურია. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ბელგიელი მეიარაღეები მუშაობენ FN Evolys-ისთვის 6.5 მმ კალიბრის Creedmoor-ის და 6.7 მმ კალიბრის. 260 Remington-ის ვაზნების გამოყენებაზეც, რომლებიც გათვლილი იქნება სპეცდანიშნულების რაზმების შესაიარაღებლად”, – დასძენს გამოცემა.