ზე რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო, არის მსხვერპლი

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა ზე ს მორიგი შეტევისას, რომელიც 5 მარტს, ღამიდან დაიწყო.
უკრაინის საგანგებო სიტუაცების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ კრივოი-როგში რუსული რაკეტა მოხვდა სასტუმროს 5-სართულიან შენობას. დაიღუპა სულ მცირე 2 და დაშავდა 28 ადამიანი.
დღეს, 6 მარტს გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ქალაქ სუმიში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსული დრონი მოხვდა საწყობის შენობას, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ქალაქ ხარკოვში დაზიანდა მრავალბინიანი სახლი. ხარკოვის მერიის ინფორმაციით, დრონი კორპუსის ტექნიკურ სართულს მოხვდა. წინასწარი მონაცემებით არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის