ჯო უილსონი – ქართველებს ამერიკასთან ბიზნესის კეთება სურთ, არალეგიტიმური ბიძინა კი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევს

ივანიშვილის „ქართული ოცნების“ რეჟიმმა გააუქმა ამერიკული კომპანიების შეთავაზებები და საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდა, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი მტკიცებით, 2020 წლიდან 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყოველ ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩართული არიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი კომპანიები.
„ქართველებს ამერიკასთან ბიზნესის კეთება სურთ, ხოლო არალეგიტიმური ბიძინა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევს. 2020 წლიდან 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყოველ ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩართული არიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი კომპანიები“, – წერს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის