ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან ნამატჩევს TNT Sport-ის ეთერში კომენტარი “ლივერპულის” მეკარე ალისონმა გააკეთა, რომელმაც ცხრაჯერ მოიგერია ბურთი და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს:
“ეს ამ სეზონში ჩემი საუკეთესო თამაში იყო? შესაძლოა, ჩემი კარიერის მატჩი იყო. მწვრთნელმა გვითხრა, რომ გაგვიჭირდებოდა და ამისათვის მზად ვიყავით. პსჟ ძალიან კარგი გუნდია. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ბოლოს მოედანზე ელიოტი გამოვიდა და გაიტანა. ეს დაუჯერებელია. შესანიშნავი ისტორიაა, შესანიშნავი საღამო.
იმედია, “ენფილდზე” უკეთ ვითამაშებთ. მეტოქის დონე უნდა აღვნიშნოთ – ბურთს ფლობენ, მომენტებს ქმნიან. მძიმე საღამო ბედნიერი დასასრულით გვქონდა”.
