ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრა გაიმართება

ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში, სპეციალურ სამიტზე შეიკრიბებიან და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის თავდაცვის საკითხებს განიხილავენ, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს შემდგომში მხარი დაუჭიროს უკრაინას და იმ პრინციპებს, რომელიც მომავალში უნდა დაიცვან.
„ამ კონტექსტში, ისინი გაცვლიან მოსაზრებებს ევროპული წვლილის შესახებ უსაფრთხოების აუცილებელ გარანტიებში, რომელიც აუცილებელია უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი, .

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება