ემანუელ მაკრონი – მინდა მჯეროდეს, რომ აშშ ჩვენს მხარეს დარჩება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ თუ ასე არ იქნება – ევროპის მომავალი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონში ან მოსკოვში

საფრანგეთის პრეზიდენტის ს განცხადებით, მომდევნო კვირას ის პარიზში მიიღებს იმ ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსებს, რომლებიც მზად არიან, ში სამომავლო მშვიდობის გარანტორების როლი აიღონ.
მაკრონის თქმით, უკრაინაში მშვიდობა “სავარაუდოდ, ევროპული ძალების განლაგებით დადგება”, რომლებიც “არ წავლენ წინა ხაზზე საბრძოლველად, მაგრამ იქ იქნებიან, როდესაც მშვიდობა გაფორმდება, რათა მისი სრული პატივისცემა უზრუნველყონ”.
მან აღნიშნა, რომ უნდა იყოს “გეგმა მყარი, ხანგრძლივი, კონტროლირებადი მშვიდობისთვის, რომელიც მომზადდება უკრაინელებთან და რამდენიმე სხვა ევროპელ პარტნიორთან ერთად”.
“მინდა მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვენს მხარეს დარჩება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ თუ ეს ასე არ იქნება”, – განაცხადა მაკრონმა.