საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 87,9%-ი 10 წელზე ძველია

საქართველოში 1.563 მლნ ერთეული ავტომობილია რეგისტრირებული, რომლის 87.9%-იც 10 წელზე ძველია, – ინფორმაციას BMG ავრცელებს.

ცნობისთვის, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში შემზღუდავი ნორმა ამოქმედდება, რომლის შედეგადაც, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, ისევე როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოსულ ავტომანქანებს.