არსებული ინფორმაციით, “კრაბ კოფის” დამფუძნებლებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ყავით უმასპინძლდებიან, თავს დაესხნენ

“კრაბ კოფის” დამფუძნებლებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ყავით უმასპინძლდებიან, თავს დაესხნენ.
როგორც „კრაბ კოფის“ ერთ-ერთი მეპატრონე, ქრისტი პირველი სოციალურ ქსელში წერს, მას და კიდევ ერთ მეპატრონეს უბანში დახვდნენ და სცემეს.
მისივე თქმით, ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება.
„მეგობრებო, სამწუხაროდ დღეს “კრაბ კოფი” არ იქნება. მე და ბარბის თავს დაგვესხნენ უბანში, გამოკითხვაზე ვართ ახლა. ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი, მე შედარებით კარგად ვარ”, – წერს ქრისტი პირველი ჯგუფ „დაიტოვეში“.
„ინტერპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)