თეთრი სახლი აცხადებს, რომ წლის დასრულებამდე უკრაინისთვის გეგმავს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გამოყოფას, თუმცა დასძენს, რომ შემდეგ მოუწევს “ჩვენს ხელთ არსებული ძალების შევსება” და რომ დამატებითი დაფინანსებისთვის კონგრესმა დაყოვნების გარეშე უნდა იმოქმედოს.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ცდილობს კანონმდებლები – ძირითადად რესპუბლიკელები – დაარწმუნოს გადალახონ ყოყმანი და დაამტკიცონ დახმარება, ანუ სასწრაფო დაფინანსების თხოვნა, 100 მილიარდი დოლარის ოდენობით – რომელიც მოხმარდება სასაზღვრო უსაფრთხოებას, ისრაელსა და უკრაინას. 61 მილიარდამდე დოლარი უკრაინისთვისაა განკუთვნილი.
ის, თუ რა თანხას მოიცავს უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების შემდეგი პაკეტი, დაკონკრეტებული არ არის.