საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
ავთანდილ ასათიანის გუნდი, 9-11 მარტს, თბილისში, რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგება.
მოახლოებული შეხვედრებისთვის ჩვენი გუნდი 17 ფეხბურთელით ემზადება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)
წინა ხაზი: ბექა ბექაური (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ლევან სვანიძე
(პსპ, თბილისი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (არმია, თბილისი), ოთარ ბერეჩიკიძე (არმია, თბილისი), დავით ხეჩიკაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი)
რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ფარგლებში, 11 აპრილს, ჩვენი გუნდი კოსოვოს ესტუმრება, ხოლო 16 აპრილს საფრანგეთს უმასპინძლებს.
მატჩების განრიგი
9 მარტი | საქართველო – რუმინეთი | 18:00
11 მარტი | საქართველო – რუმინეთი | 19:00
