ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინისა და აშშ-ის გუნდებმა დაიწყეს შეხვედრაზე მუშაობა, არის დადებითი მოძრაობა – მომდევნო კვირას პირველი შედეგების იმედი გვაქვს

აშშ-სთან დადებითი მოძრაობა არის, დავიწყეთ შეხვედრაზე მუშაობა, მომდევნო კვირას გვაქვს პირველი შედეგების იმედი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ს აქვს პარტნიორების მხარდაჭერის იმედი.
“დღეს ჩვენმა გუნდებმა – უკრაინა და შეერთებული შტატები – დაიწყეს შეხვედრაზე მუშაობა. ანდრეი ერმაკმა და მაიკლ უოლცმა ისაუბრეს, არის დადებითი მოძრაობა. მომდევნო კვირას გვაქვს პირველი შედეგების იმედი.
ასევე უნდა განვაახლოთ მოძრაობა ევროპულ მიმართულებაზე, იმაზე, რაც ჩვენს ევროინტეგრაციას ეხება, კონკრეტულად კი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესს. გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მანამდე, -ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, მაიკ უოლცმა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა სატელეფონო საუბარი გამართეს. უოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ის შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მზადდება, რაც ერმაკმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ “ახლო მომავალში ჩვენს გუნდებს შორის შეხვედრა ჩავნიშნეთ”.