“კრაბ კოფის” მეპატრონე გოგონებს, რომლებიც მუდმივად უსასყიდლოდ უმასპინძლდებიან აქციის მონაწილეებს დღემდე, დახვდნენ უბანში და ძალიან არიან ნაცემები!!!!!! იქნებ ამ ინფორმაციის გავრცელებაში დამეხმაროთ რამენაირად!!!!” – წერს მოქალაქე მაგდა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში. აქვე, მან დაწერა, რომ შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა
“მეგობრებო დღეს “კრაბ კოფი” არ იქნება სამწუხაროდ, მე და ბარბის თავს დაგვესხნენ უბანში, გამოკითხვაზე ვართ ახლა. ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი, მე შედარებით კარგად ვარ” – დაწერა მოგვიანებით ერთ-ერთმა დაშავებულმა, ქრისტი პირველმა სოციალურ ქსელში. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია