WU17 | საქართველოს ნაკრები A დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდისთვის სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ემზადება.
8-დან 14 მარტის ჩათვლით, სალომე ხუბულურის გუნდი, რომელიც ისტორიაში პირველად გავიდა საკვალიფიკაციო ეტაპის A დივიზიონში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იტალიის, ჩეხეთის და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, ბოლო ადგილზე გასული გუნდი კი, B ლიგაში გადაინაცვლებს.
მოახოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები 18 ფეხბურთელით ემზადება. ჩვენი ჯგუფის მატჩებს ხორვატია უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: ანანო სიგუა (ნიკე-ლუსო), ნინო მეტრეველი (რუსთავი), ელენე ბონდარევა
(ნორჩი დინამო)
დაცვა: ელენე ბოლქვაძე (ლანჩხუთი), ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ელიზაბეტ რიჟამაძე (კვარტალი), ნინი ვეკუა (ნორჩები)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: კესო მეტონიძე (რაჭა), ანანო მიქაბერიძე (რუსთავი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), თაკო ბულია (რაჭა), სოფო ბერულავა (ელიტა), ნატო გუტიკაშვილი (რუსთავი), ლიზი კაკულია (დინამო გაგრა), ანი დავითულიანი (სამეგრელო), სესილი გაბრელიანი (ახალგორი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერი, ), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი)
მატჩების განრიგი
8 მარტი | იტალია – საქართველო | 17:30
11 მარტი | ჩეხეთი – საქართველო | 17:30
14 მარტი | საქართველო – ხორვატია | 15:00
nakrebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში