საქართველოს ვაჟ ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ხორვატიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟ ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტის სროლაში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართველმა სპორტსმენებმა ფინალში უკრაინის ნაკრები ანგარიშით 16:6 დაამარცხეს.
ამ ეტაპზე ქართველთა მონაპოვარია ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი. გუნდურ ჩათვლაში 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტის სროლაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მარიამ აბრამიშვილის, მარიამ მარშავასა და მარიამ ფროდიაშვილის შემადგენლობით. მათ 1711 ქულა დააგროვეს, რაც ევროპის რეკორდია.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში მარიამ აბრამიშვილი 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატიკური პისტოლეტის სროლაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მან ფინალში 212,1 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა.