ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან, გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაფართოოთ თანამშრომლობა საკვანძო მიმართულებებში

უზბეკეთში ვიზიტისას ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ აბდულა არიპოვთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს და უზბეკეთის წარმატებული პარტნიორობა არა მხოლოდ ხელს უწყობს განვითარებასა და სტაბილურობას, არამედ აძლიერებს ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.
„უზბეკეთში ვიზიტისას ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ აბდულა არიპოვთან. გამოვკვეთეთ მთავრობებს შორის კავშირების გაძლიერების მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა. ჩვენი წარმატებული პარტნიორობა არა მხოლოდ ხელს უწყობს განვითარებასა და სტაბილურობას, არამედ აძლიერებს ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაფართოოთ თანამშრომლობა საკვანძო მიმართულებებში, რათა უზრუნველვყოთ მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ორივე ქვეყნისთვის“, – აღნიშნავს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა