საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლისსაქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლომ აღნიშნულ სხდომაზე(მოსამართლე – ვიქტორ მეტრეველი) იმსჯელამხარეთა მიერ წარმოდგენილიმტკიცებულებების დასაშვებობის, აღკვეთიღონისძიების სახით შეფარდებულიპატიმრობის გადასინჯვისა და საქმისარსებითი განხილვისათვის გადაცემისშესახებ.
სასამართლომ მზია ამაღლობელი კვლავუკანონო პატიმრობაში დატოვა. პროცესზებრალდების მხარემ დააფიქსირა პოზიციაიმის შესახებ, რომ აღარ არსებობდამოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, თუმცა, ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხის საფუძვლით, კიდევ ერთხელ სრულიად დაუსაბუთებლად მოითხოვა მზიაამაღლობელის პატიმრობაში დატოვება. ბრალდების მხარე ამ არგუმენტს კვლავამყარებდა მზია ამაღლობელის უკანონოადმინისტრაციული დაკავების ფაქტით, რომლის უკანონობის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იყო ამავე საქმეში, რომლებიც დაუშვებლად ცნო სასამართლომ.
სასამართლომ პატიმრობის ძალაშიდატოვების საფუძვლად მიუთითა მხოლოდ ის, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისრისკი ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა დახერხის გათვალისწინებით. აღნიშნულიცალსახად წარმოადგენს სისხლისსამართლის საპროცესო კანონმდებლობისუხეშ დარღვევას, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდება არც კი მიუთითებდა, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულება თუფაქტობრივი გარემოება მიანიშნებდა ახალიდანაშაულის ჩადენის საფრთხეზე.
დაცვის მხარემ იშუამდგომლა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რაც ალბათობის მაღალი ხარისხით საკმარისი იქნებოდა ვარაუდისთვის, რომ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი.
დაცვის მხარის მიერ პროცესზე წარდგენილ იქნა უზენაესი სასამართლოს მიერ 20-მდე მსგავს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც პოლიციელზე თავდასხმად სასამართლომ არ შეაფასა ისეთი ძალადობრივი ქმედებებიც კი, როგორებიცაა პოლიციელისთვის თავში ბოთლის ჩარტყმა, თავში ქვის ჩარტყმა, სახის არეში მუშტის გარტყმა არაერთხელ, თვალბუდის, ტუჩის დაზიანება, 4 პირის მიერ 2 პოლიციელის ცემა და ა. შ. აღნიშნულით საბუთდება, რომ მზიას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული და შესაბამისად, არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის კანონით დადგენილი სტანდარტი.
სასამართლომ ასევე, იმსჯელამტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე დამიღებული გადაწყვეტილებით, მხოლოდნაწილობრივ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის1 შუამდგომლობა, ბრალდების მხარისმტკიცებულებათა ნუსხიდან მოწმე ეთერთურაძის ამოღებასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც სასამართლომ დაუშვებელმტკიცებულებად არ ცნო ბრალდების მხარის უკანონო და საკონსტიტუციო სასამართლოსპრაქტიკის საწინააღმდეგოდ გაცემულიგანჩინება, რომლითაც საგამოძიებო ორგანოსმიეცა უფლება, მზია ამაღლობელისმობილური ტელეფონიდან გამოითხოვოსპირდი, პერსონალური მასალა შეუზღუდავად. ამით, ირღვევა მისი საკუთრების, პირადიკომუნიკაციისა და პროფესიული საქმიანობისკანონითა და კონსტიტუციით გარანტირებულიუფლებები.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილაბრალდების მხარის შუამდგომლობა დადაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთანუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და14 წერილობითი მტკიცებულება. აღნიშნულიქმედებით სასამართლომ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში.
მიუხედავად ზემო აღნიშნულისა, მზია ამაღლობელის დაცვის მხარე გაასაჩივრებს წინასასამართლო სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის დაცვის უფლების გარეშე დატოვების თაობაზე5 დღის ვადაში. ჩვენ გამოვიყენებთ ყველასამართლებრივ მექანიზმს მზიაამაღლობელის უფლებების დასაცავადეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე.
მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა”,- ნათქვამია განცხადებაში.
