ლეხ ვალენსა ტრამპს: შეურაცხმყოფელია, რომ თქვენ უკრაინისგან მოელით მადლიერებას შეერთებული შტატების მატერიალური დახმარებისთვის რუსეთთან ბრძოლაში

ლეხ ვალენსა ტრამპს:
შეურაცხმყოფელია, რომ თქვენ უკრაინისგან მოელით მადლიერებას შეერთებული შტატების მატერიალური დახმარებისთვის რუსეთთან ბრძოლაში.
მადლობა უნდა ვუთხრათ გმირ უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც 11 წელია სისხლს ღვრიან, იცავენ რა თავისუფალი სამყაროს ფასეულობებს და საკუთარ სამშობლოს, რომელსაც პუტინის დაესხა თავს.
ბატონო პრეზიდენტო, სამხედრო და ფინანსური დახმარება შეუძლებელია გაუთანაბრდეს სისხლს, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლიბისთვის, ევროპის და მთელი მსოფლიოს თავისუფლებისთვის დაიღვარა.
ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს. ჩვენთვის, საბჭოთა ს კომუნისტური რეჟიმის პოლიტპატიმრებისთვის, მადლიერება იმათ მიმართ, ვინც საკუთარ სისხლს და თავისუფლებას სწირავს, აშკარაა.
ჩვენ მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის დაცვისკენ, რომელმაც დაადგინა პირდაპირი ვალდებულება უკრაინის საზღვრის დაცვისთვის ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ. ეს გარანტია უპირობოა – არსად არაა ნათქვამი, რომ ასეთი დახმარება წარმოადგენს, უბრალოდ, ეკონომიკურ გარიგებას.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს