პიტერ სიიარტო მარკო რუბიოს შეხვდა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო -ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის ცნობით, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე პიტერ სიიარტო და მარკო რუბიო შეთანხმდნენ, რომ „ამ რთულ პერიოდში ეროვნული იდენტობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს“.
„ახლა, როგორც არასდროს, პატრიოტული ძალები უნდა გაერთიანდნენ თავიანთი ღირებულებებისა და სუვერენიტეტის დასაცავად!“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.
კოვაჩი წერს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ასევე, ღრმა შეშფოთება გამოხატა პატრიოტულ მთავრობებზე განხორციელებული თავდასხმების გამო, ზოგჯერ მხოლოდ ეროვნულ არჩევნებში გამარჯვების გამო“.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს