„ბათუმელმა მედროშემ“ თემურ ქათამაძემ 48 დღის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ თემურ ქათამაძემ, – დემონსტრაციების მონაწილე „ბათუმელმა მედროშემ“, რომელიც პატიმრობაშია და გუშინ, შიმშილობის 48-ე დღეს „ვივამედში“ გადაიყვანეს, შიმშილობა შეწყვიტა.
ჩხაიძის თქმით, ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] 4 მარტს საღამოს საათებში გადაიყვანეს „ვივამედში“, სადაც აუცილებელი კვლევები ჩაუტარეს და თერაპიულ განყოფილებაში მოათავსეს.
საიას თანახმად, თემურ ქათამაძე აღნიშნავს, რომ შიმშილობის ამ პერიოდში მას უკვე დაკლებული აქვს 20 კილოგრამზე მეტი, თავს სუსტად გრძნობს და უჭირს თავისუფლად გადაადგილება, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით გუშინ კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.
საიას ცნობით, მას ბოლო სამედიცინო გამოკვლევა 2025 წლის 15 თებერვალს ჩაუტარდა, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი.
„ამ დროს მიუხედავად მისი მოთხოვნისა, უარი ეთქვა ჰოსპიტალიზაციაზე და იმავე დღეს დააბრუნეს იგი დროებითი მოთავსების ცენტრში. ამ დღის შემდგომ თემურ ქათამაძე, პროტესტის ნიშნად, უარს ამბობდა ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაზე“, – წერს ორგანიზაცია.
„არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ჩვენთვის არ გადმოუცია 9 თებერვლის შემდგომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და არც 15 თებერვალს სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული გამოკვლევებისა და მისი შედეგების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია“, – იუწყება საია.
18 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლო მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხზე იმსჯელებს.
თემურ ქათამაძე ამ დავის ფარგლებში -ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
თემურ ქათამაძე ს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე საქართველოს დროშით ხელში იდგა – ჯერ კიდევ „აგენტების კანონის” წინააღმდეგ პროტესტის დროიდან, ბოლო უწყვეტი აქციების ჩათვლით.
ფორუმი