ჩაკვეტაძე ძველ ფორმას იბრუნებს – OPTA-ს სტატისტიკა ინგლისის ჩემპიონშიპზე, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს

OPTA-მ ინგლისის ჩემპიონშიპიდან სტატისიკები შემოგვთავაზა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და “უოტფორდის” შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე აქტიურად ფიგურირებს.
ირკვევა, რომ ჩვენებურმა ბურთი მთლიან ჩემპიონატში ჯამში 5477 მეტრი ატარა, რაც საუკეთესო შედეგია და პირველ ადგილს იკავებს.
გიორგი ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე გასულ “ლიდსის” წევრ ჯო როდონს თითქმის 1 კილომეტრით უსწრებს, ხუთეულის სხვა წევრებთან კი გაცილებით დიდი უპირატესობა აქვს.
ინფორმაციისთვის, ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიპის 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში