მხიარულება და სიცილი სტუდიაში – რატომ კაკა… ფეხბურთელმა ახსნა, საიდან მოდის ზედმეტსახელი, რომლითაც ყველა იცნობს [VIDEO]

ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი რიკარდო იზექსონ დოს სანტოს ლეიტეა, Shoot for Love პოდკასტში სტუმრობისას ახსნა, თუ საიდან მოდის მისი ზედმეტსახელი კაკა, რომლითაც მთელი მსოფლიო ცნობს, მაგრამ მის სახელთან და გვართან არაფერ შუაშია.
“ბრაზილიაში ასეთი სახელები ხშირია. მაგალითად, კაფუ, დიდა, რონალდინიო… ჩემი ზედმეტსახელი ჩემი ძმის როდრიგოს შერქმეულია და ის დღეს ჩვენთანაა.
როდრიგო ჩემზე 3 წლით უმცროსია და ბავშვობაში რიკარდოს ნაცვლად კაკას მეძახდა, რის გამოც ეს სახელი შემრჩა. (ეს მარკეტინგისთვის იყო თქვა ხუმრობით იქვე მყოფმა როდრიგომ).
დიახ, ჭკვიანია, ძალიან ჭკვიანია! ყველაფერი უკვე ორი-სამი წლის ასაკში ესმოდა. ამიტომ ეს ზედმეტსახელი ძალიან მიყვარს. ჩემი ძმის ვალი მაქვს, მას ეკუთვნის ამ მეტსახელის უფლებები!”, – თქვა კაკამ.
როდესაც ფეხბურთელმა სრული სახელი რიკარდო იზექსონ დოს სანტოს ლეიტე წარმოთქვა, წამყვანებმა სიცილი დაიწყეს და მადლობა გადაუხადეს როდრიგოს, რომ ფეხბურთის მოყვარულებს ცხოვრება გაუადვილა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში