თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისნის რაიონის გამგებლად დავით ხაბეიშვილი წარადგინა.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დავით ხაბეიშვილი წლების განმავლობაში ისნის რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
„მინდა წარმოგიდგინოთ ისნის რაიონის ახალი გამგებელი, დავით ხაბეიშვილი, რომელიც მერიის უწყებაში წლებია მუშაობს, ის წლების განმავლობაში გამგებლის მოადგილე გახლდათ. დავითი პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია, გამოირჩევა პროფესიონალიზმით, მენეჯერული თვისებებით. დარწმუნებული ვარ, ის გამგებლის თანამდებობაზე წარმატებული იქნება. ეს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა და ის პრობლემები, რომელიც არსებობს, ჩვენ ერთად მოვახერხებთ მათ დაძლევას. დავით მინდა წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ და კარგ საქმეს გავაკეთებთ ისნის რაიონში მცხოვრები ადამიანებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
