თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ამ ეტაპზე შეიმჩნევა დაკვამლიანება. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.