ხავიერ კოლომინა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეხვდა. ამის შესახებ ენმ-ის წევრი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს.
“ენმ-ს მყარი პოზიციაა, რომ ამისათვის აუცილებელია: საქართველოს მესამე პრეზიდენტის პუტინის პატიმრობიდან გათავისუფლება. ოლიგარქ ივანიშვილსა და მის რეჟიმზე (სანქციების ბერკეტის გამოყენების ჩათვლით) ზეწოლის გაძლიერება. ევროკავშირის 9 დათქმის შესრულების მიზნით მთავრობაზე ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული, ზეწოლის კოორდინაცია. საპარლამენტო სათვის სრულყოფილი კონტროლი, მონიტორინგი და მილიონზე მეტი ქართველი ემიგრანტებისათვის საარჩევნო კონსტიტუციური უფლების რეალიზაციისათვის, მყარი გარანტიების (ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის შემოღება და საზღვარგარეთ საკმარისი საარჩევნო უბნების გახსნა) შექმნა.” – წერს ბარამიძე.
ხავიერ კოლომინა ხვალ პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.