მედია – დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ოთხი პირის ლიკვიდაცია განხორციელდა

დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ოთხი პირის ლიკვიდაცია განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაღესტნის რესპუბლიკაში 5 მარტის ღამეს ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად, ოთხი ბანდიტის განეიტრალება მოხდა, რომლებიც ქალაქ კასპიისკში ს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული ადმინისტრაციის ობიექტზე ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ“, – ნათქვამია რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.
რუსული მედიის ცნობით, სპეცოპერაციას მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების საქმიანობას კოორდინაციას ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები უწევდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საელჩო საქართველოში: ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის უპირობო კაპიტულაციით დასრულდა გერმანიის მიერ გაჩაღებული ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანი, მათ შორის ასი ათასობით ქართველი შეიწირა

შალვა პაპუაშვილი – მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა – ნათელია და ხელის გულზე დევს ის ორკესტრირებული თავდასხმები, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხორციელდება