მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგ შეტევას

რუსეთის ჯარებმა ზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს. ოდესის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ოდესის ოლქზე მასირებულმა შეტევამ გამოიწვია სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მასშტაბური ნგრევა და ხანძრები კერძო სახლებში.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ დღეს, 5 მარტს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში ოდესის ოლქში ჩამოაგდეს ს 10 ე.წ. დამრტყმელი დრონი.
ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო 3 მარტსაც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანდა 93 სახლი და ელექტროქვესადგური.
გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა დრონებით შეუტიეს კიევსაც. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბორისპოლის რაიონში დაზიანდა სახლი და საწარმო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, ეს შთამბეჭდავია – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას

ვოლოდიმირ ზელენსკი – საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ძლიერი, მე-18 პაკეტი, მთავარი სამიზნეები უნდა იყოს რუსული ნავთობი, ჩრდილოვანი ფლოტი, ბანკები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები