რუსი პოლიციელებისთვის ცეცხლის გახსნის გამო, ყოფილ “ვაგნერელს” პატიმრობა მიესაჯა

რუსეთში, როსტოვის რეგიონულ სასამართლოში, დაჯგუფება “ვაგნერის” ყოფილ წევრს, პაველ ნიკოლინს 6-წლითა და 11 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება სასამართლომ 18 დეკემბერს მიიღო.
ნიკოლინი დამნაშავედ ცნეს, გასულ წელს, პოლიციელების ჯგუფისთვის ცეცხლის გახსნაში. ინციდენტის შედეგად, ერთი პოლიციელი დაიჭრა.
ნიკოლინი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ რუსი პოლიციელები უკრაინელ სამხედროებში შეეშალა და ცეცხლიც ამიტომ გაუხსნა.
39 წლის ნიკოლინი დაჯგუფება “ვაგნერის” წევრი გასული წელს გახდა. მანამდე ის ბაშკორტოსტანის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. საპატიმროდან გათავისუფლებისთანავე ის ში საომრად გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია