Reuters: აშშ და უკრაინა უახლოეს დროში აპირებენ წიაღისეულის შესახებ შეთანხმების გაფორმებას

აშშ-ის პრეზიდენტ ს ადმინისტრაცია და უახლოეს დროში აპირებენ წიაღისეულის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება ვითარებაში გარკვეულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით.
მათ თქვეს, რომ ტრამპი გეგმავს, სამშაბათს საღამოს კონგრესში გამოსვლისას გამოაცხადოს შეთანხმების შესახებ. სააგენტოს წყაროები ხაზს უსვამენ, რომ გარიგება ჯერ არ გაფორმებულა და შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს.
შეთანხმების ხელმოწერა ჩაიშალა ტრამპს, -ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ს შორის შელაპარაკების გამო, რომელიც 28 თებერვალს მოხდა თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას.
მოლაპარაკებების ღია ნაწილის დროს ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ არის მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის და მას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება ვაშინგტონისგან. საპასუხოდ, ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა „ომის დაწყების შემდეგ არახელსაყრელ მდგომარეობაშია“ და „მადლიერი უნდა იყოს“ შეერთებული შტატების მიმართ და რომ უკრაინის ხელისუფლება „ვერ ეტყვის“ თეთრ სახლს, სურს თუ არა კიევს ცეცხლის შეწყვეტა.
4 მარტს ზელენსკიმ სოცქსელში გამოაქვეყნა პოსტი ამ შეხვედრის შეფასებით. მან განაცხადა, რომ შეხვედრა „არ წარიმართა ისე, როგორც ნავარაუდევი იყო“ და გამოთქვა მზადყოფნა, „რაც შეიძლება მალე“ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, ხელი მოაწეროს წიაღისეული რესურსებისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას „ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში“.