ნახევარგამტარების მწარმოებელი თაივანური კომპანია TSMC აშშ-ში 100-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, რის შედეგადაც შტატებში ჩიპების მწარმოებელი დამატებით 5 ქარხანა აშენდება.
თაივანის დომინანტური პოზიცია ისეთი ჩიპების წარმოებაში, რომელთაც ტელეფონებში, ავტომობილებში, სამხედრო თვითმფრინავებსა და სხვა ტექნოლოგიებში იყენებენ, შეშფოთებას იწვევს აშშ-ში კუნძულზე გადაჭარბებული დამოკიდებულების კუთხით — განსაკუთრებით ჩინეთის მხრიდან მზარდი ზეწოლის ფონზე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თაივანს თავის ტერიტორიად მიიჩნევს.
TSMC-მ, რომელიც ჩიპების წარმოებაში მსოფლიოს ლიდერია, გეგმა 3 მარტს წარადგინა, როცა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სი სი ვეი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა.
“ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ვაწარმოოთ ჩიპები და ნახევარგამტარები, რომლებიც აქ გვჭირდება — ეს ჩვენთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია”, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.
· გადახედვა პოლიტიკა სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა
· გადახედვა პოლიტიკა უწყვეტი პროტესტის 97-ე დღეს რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა უწყვეტი პროტესტის 97-ე დღეს რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა
· გადახედვა პოლიტიკა სოზარ სუბარი: სოციალური ქსელები დიდ აუდიტორიას მოიცავს და ფართო გავლენის მქონეა – ძალიან კარგი იქნება ამ სფეროში რეგულირებაზეც დავიწყოთ მუშაობა სოზარ სუბარი: სოციალური ქსელები დიდ აუდიტორიას მოიცავს და ფართო გავლენის მქონეა – ძალიან კარგი იქნება ამ სფეროში რეგულირებაზეც დავიწყოთ მუშაობა
· გადახედვა მსოფლიო ტყვედ ჩავარდნილი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ოჯახებს სიკვდილით დასჯა ელით ტყვედ ჩავარდნილი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ოჯახებს სიკვდილით დასჯა ელით
· გადახედვა კულტურა “აივ-პროგრამებზე დამანგრეველი ეფექტი ექნება” – ელტონ ჯონი USAID-ის შემცირებაზე “აივ-პროგრამებზე დამანგრეველი ეფექტი ექნება” – ელტონ ჯონი USAID-ის შემცირებაზე
