ნავთობის სახელმწიფო მწარმოებელი საუდის არაბეთში Aramco შეამცირებს დივიდენდების გადახდას საუდის არაბეთის ხაზინაში 124 მილიარდი დოლარიდან (2024 წელს) 85 მილიარდ დოლარამდე (2025 წლის ბოლოსთვის). ამის შესახებ CNBC კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
Aramco იხდის მსოფლიოში ყველაზე მაღალ დივიდენდებს, რომელსაც საუდის არაბეთი იყენებს მეგაპროექტების დასაფინანსებლად მუჰამედ ბინ სალმანის 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების Vision 2030 ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში.
დივიდენდის შემცირება გამოწვეულია Aramco-ს წმინდა მოგების ვარდნით 2024 წელს 106,2 მილიარდ დოლარამდე 2023 წლის 121,3 მილიარდი დოლარიდან.
ნავთობის ფასების კლება, მსოფლიო მოთხოვნის შემცირებისა და მწარმოებელი ქვეყნების მიერ წარმოების გაზრდის გამო, უარყოფითად აისახა Aramco-ს მოგებაზე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობის გიგანტი 2024 წელს საშუალოდ 3 დოლარით იაფად ყიდდა თავის ნავთობს ბარელზე, ვიდრე წინა წელს.
ამასთან, Aramco-ს შემოსავალი ოდნავ შემცირდა – 2024 წელს 436,6 მილიარდ დოლარამდე.
